მიხეილ სააკაშვილი - ზაზა სასწრაფოდ მოდი უკან და აჩვენე კლასი და შეახსენე, რომ საუბარია არა რაღაც მოკრიმინალო პარტიაზე, არამედ საქართველოს ისტორიაში ყველაზე წარმატებული პოლიტიკოსების ჯგუფზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 13 ნოემბერი 2026, 14:01

რა სჭირთ პარტიების წარმომადგენლებს ბათუმში? მოდით, გავმიჯნოთ ცალკეული პირების დანაშაული პარტიების გამო, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

სააკაშვილის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პორცესს დააკლდა ზაზა ბიბილაშვილი და მიმართავს მას, დაბრუნდეს საკონსიტუციო სასამართლოში.

„უკაცრავად და, ვის მიერ ჩადენილ დანაშაულს აღიარებთ, როგორც ფაქტს – ჩემ მიერ კაჩინსკის გასვენებაში მიტანილ გვირგვინს, უკრაინის პრეზიდენტის და ჰილარის გამასპინძლებას, ოთხ პიჯაკს და ერთ პალტოს აღიარებთ დანაშაულად, თუნდაც ვაზაგაშვილის და აფრასიძეების განეიტრალებას და ამისგან პარტიის გამიჯვნას ითხოვთ? ყოჩაღ თქვენ!

თუ არ შეგიძლიათ თავის უფრო ჭკვიანური არგუმენტებით დაცვა, გაეშვით დიქტატურის თამაშში მონაწილეობას, ნუ შედიხართ ყალბ იურიდიულ სქოლასტიკაში და წადით სახლში! ასეთია ჩემი აზრი!

აშკარად დააკლდა ზაზა ბიბილაშვილი მანდაურობას, თუმცა ანი წითლიძემ სწორად გააკეთა, რომ ყველა „საქმეზე“ ცალ-ცალკე მოითხოვა საუბარი.

ზაზა სასწრაფოდ მოდი უკან და აჩვენე კლასი და შეახსენე, რომ საუბარია არა რაღაც მოკრიმინალო პარტიაზე, არამედ საქართველოს ისტორიაში ყველაზე წარმატებული პოლიტიკოსების ჯგუფზე, რომელთაც ყველა წინააღმდეგობის მიუხედავად, უამრავი ღალატის ხელში, შექმნა წარმატებული ქართული სახელმწიფო!“, – წერს სააკაშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზურაბ ქადაგიძე: როდესაც დაკავშირებადობაზე და შუა დერეფანზე ვსაუბრობთ, ამ დროს სასაზღვრო ზოლზე ამორტიზებული გზების არსებობა მიუღებელია და საერთაშორისო პრესტიჟის საკითხიცაა. გათვალისწინებულია თუ არა ბიუჯეტში გზის სარემონტო სამუშაოებისთვის თანხა?
დავით ჩიხელიძე: არ ვიცი, როდის ან რატომ აირჩია მეუფე იობმა ქვეყნის მტრების მხარეს დგომა, მაგრამ ფაქტია, რომ მისი ქადაგება სწორედ მტრის წისქვილზე ასხამს წყალს და ქვეყნის ინტერესებს აზიანებს
ზაალ ანჯაფარიძე მიტროპოლიტ იობის განცხადებაზე: ღია ტექსტით ხელისუფლების შეცვლის მოწოდება მაღალი რანგის სასულიერო პირისგან სხვა არაფერია, თუ არა ქვეყანაში სიტუაციის კიდევ ერთხელ ადუღების მცდელობა
დავით ქართველიშვილი: საქმე გვაქვს პოლიტიკური ბარტერის კლასიკურ მაგალითთან: მღვდელმთავარი იობი, რომლის ეპარქიის გარშემოც ფიგურირებს სისხლის სამართლის საქმეები სროლებთან და სასოფლო-სამეურნეო მიწების მიტაცებასთან დაკავშირებით, ხელს უწვდის სააკაშვილის პოლიტიკურ ძალას, რომელიც თავად ამხელდა მას
გია აბაშიძე: დასანანი და შემაშფოთებელია, როდესაც მიტროპოლიტი იობი ამბიონს პოლიტიკური განცხადებების პლატფორმად იყენებს. ამბიონი არ უნდა იქცეს ხელისუფლების შეცვლის მოწოდებების, პოლიტიკური ანგარიშსწორებისა და ეკლესიის შიგნით დაპირისპირების ინსტრუმენტად
არქივი