პრეზიდენტი: კონფლიქტების, უთანხმოებების, საერთაშორისო სამართლის დარღვევებისა და გლობალური პრობლემების სამყაროში, თურქეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების განმტკიცება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 13 ნოემბერი 2026, 15:44

საქართველოს პრეზიდენტმა თურქულ მედია „ანადოლუს“ ინტერვიუ მისცა. მიხეილ ყაველაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველო-თურქეთის მჭიდრო თანამშრომლობას და აღნიშნა, რომ სტრატეგიული პარტნიორობა ღრმავდება.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ანტალიაში, გაეროს კლიმატის კონფერენციის ფარგლებში, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობაზე ილაპარაკა. მიხეილ ყაველაშვილის თქმით, საქართველო მზადაა, გააძლიეროს თანამშრომლობა გარემოს დაცვის, განახლებადი ენერგიისა და ბუნებრივი კატასტროფებისთვის მზადყოფნის საკითხებზე.

„ჩვენს ქვეყნებს შორის მჭიდრო და ძლიერი თანამშრომლობა არსებობს. ეს თანამშრომლობა მრავალ სფეროში ვლინდება. პრეზიდენტ ერდოღანს დიდ მეგობრად მივიჩნევ. ჩვენი პირადი მეგობრობის საფუძველი საქართველოსა და თურქეთს შორის ღრმა მეგობრობა და ძლიერი სტრატეგიული პარტნიორობაა. ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენს ქვეყნებს საერთო ღირებულებები და მსგავსი პოლიტიკური მიდგომები აქვთ. ორივე ქვეყანა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ეროვნული იდენტობის, ღირებულებებისა და ტრადიციების შენარჩუნებას, ასევე მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებას. ჩვენი პოლიტიკა ურთიერთპატივისცემისა და ნდობის საფუძველზე ყალიბდება. კონფლიქტების, უთანხმოებების, საერთაშორისო სამართლის დარღვევებისა და გლობალური პრობლემების სამყაროში, თურქეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების განმტკიცება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე. როგორც პრეზიდენტმა ერდოღანმა გუშინ თქვა, ჰუმანიტარული ღირებულებების დაფასება, მათი დაცვა და შენარჩუნება დიდი მნიშვნელობისაა“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა, ჯარიმა და დეპორტაცია მიესაჯათ, თავად მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი კი, ინციდენტის ამსახველი ვიდეოს გავრცელებისთვის დააჯარიმეს
ძმები ფეიქრიშვილები, ასევე ავთანდილ ბილანიშვილი და ვატო ყიფიანი გლდანის მე-8 დაწესებულებიდან სხვადასხვა ციხეებში გადაიყვანეს
პოლიციამ კახეთში დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
მაკა ბოჭორიშვილი ტელეფონით ესაუბრა არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრემიერს, მხარეებმა ისაუბრეს აბუ დაბიში მომხდარ ინციდენტზე, რომელიც ქართველ სპორტსმენებს უკავშირდება
შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირი, რომელიც თავს წარმოადგენს მშვიდობის პროექტად და დემოკრატიის მცველად, კანდიდატ ქვეყანაში ჩაერია „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, დამარცხდა ამ არჩევნებში და რასაც ვუყურებთ ეს ორი წელი, არის მარცხის გამო ვენდეტა ქართველი ხალხის მიმართ
არქივი