ვოლოდიმირ ზელენსკი – მიმდინარეობს მზადება ომის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ტყვეთა გაცვლისთვის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 14 ნოემბერი 2026, 00:58

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მიმდინარეობს მზადება ომის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ტყვეთა გაცვლისთვის. ამის შესახებ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„ამერიკელ წარმომადგენლებთან შევთანხმდით ჩვენს შემდგომ ნაბიჯებზე. ძალიან გვინდა, რომ ეს იყოს ერთობლივი ნაბიჯები შეერთებულ შტატებთან ერთად მშვიდობისა და გარანტირებული უსაფრთხოებისკენ. ამერიკულმა მხარემ იცის, რა შეიძლება იყოს ეფექტური რუსეთზე გავლენის მოსახდენად და უკრაინისთვის რეალური დახმარების გასაწევად“, – განმარტა უკრაინის პრეზიდენტმა.

ამასთან, ზელენსკის განცხადებით, უკრაინა ითხოვს, რომ ფრონტის ხაზზე და რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე „სთარშილდის“ სიჩქარის შეზღუდვები მოიხსნას.

მისი თქმით, შეზღუდვები კვლავ მოქმედებს ფრონტის ხაზზე და უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

„უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორია ჩვენია, ეს ჩვენი სუვერენული მიწაა და იქ სიჩქარის შეზღუდვები ძალიან, ძალიან ცუდ სიგნალს აგზავნის. ეს ზღუდავს ჩვენს შესაძლებლობას, შევაჩეროთ რეაქტიული „შაჰედები“ და სხვა დრონები. ამასთან, ეს რუსეთს აძლევს სიგნალს, რომ ამერიკა ჩვენს დროებით ოკუპირებულ მიწას რატომღაც შესაძლოა, სხვაგვარად ეპყრობოდეს. ველოდებით, რომ სიჩქარის შეზღუდვები მოიხსნება“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი – ანა წითლიძის განცხადება, რომ მოქალაქეებს უფლება აქვთ, დაიკავონ ნებისმიერი ადმინისტრაციული შენობა, თუ ხელისუფლებას მიიჩნევენ არალეგიტიმურად, სახელმწიფო დაწესებულებების დანაშაულებრივი გზით ხელში ჩაგდების გამართლებაა
ყოფილი მეუღლის ჩვენების საფუძველზე, პეტერ მადიარის წინააღმდეგ პროკურატურაში ორი განცხადება შეიტანეს - მადიარს მუქარასა და ოჯახურ ძალადობაში ადანაშაულებენ
ზაალ ანჯაფარიძე: ნამდვილად არ მეგონა, თუ მიტროპოლიტი იობი ასე ბრწყინვალედ ფლობდა მანიპულირების ხელოვნებას. თან იმდენად უნიკალურია მის მიერ გამოყენებული მანიპულირების მეთოდი, რომ საავტორო უფლებაც კი შეუძლია გაიფორმოს
მედვედევი კაია კალასზე: სინამდვილეში, ის არავის სურს - არა იმიტომ, რომ ის ძლიერი მომლაპარაკებელია, არამედ იმიტომ, რომ ის სულელია
შიო მესამე – ვფიქრობთ ჩვენი ერის მომავალზე, მხოლოდ უფლისადმი ერთგულების გზა მიგვიყვანს სასუფევლამდე, გვმართებს ამ გზით სვლა, რომ მომავალშიც ჩვენი ერი და ქვეყანა გაძლიერდეს, გამთლიანდეს
არქივი