დაკარი 2026 საზეიმოდ დაიხურა - საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა გუნდმა IV ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე 4 მედალი: 1 ოქრო, 2 ვერცხლი და 1 ბრინჯაო მოიპოვა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 14 ნოემბერი 2026, 01:12
სენეგალში საზეიმოდ დაიხურა ზაფხულის მეოთხე ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები, რომელსაც 31 ოქტომბრიდან 13 ნოემბრის ჩათვლით სენეგალის დედაქალაქი დაკარი მასპინძლობდა.

ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა მიიღო 205 ქვეყნის  სპორტსმენებმა, შეჯიბრებები გაიმართა სპორტის 25 სახეობაში. საქართველოდან სპორტის 9 სახეობაში - მძლეოსნობა, ფარიკაობა, კრივი, უშუ, ტაეკვონდო, მშვილდოსნობა, ძიუდო, ცურვა და ქვიშის ჭიდაობა - იასპარეზა 13 სპორტსმენმა.

თამაშების დასკვნითი ცერემონია  ოლიმპიურ სოფელში გაიმართა. 

დახურვის ცერემონიაზე აჩვენეს თამაშების მიმდინარეობის სხვადასხვა მნიშვნელოვანი და შთამბეჭდავი კადრები.

დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს და მადლობა გადაუხადეს თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელმა მამადუ დიაგნა ნდიაიემ და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა კირსტი ქოვენთრიმ.

გაიმართა ტრადიციული დროშათა აღლუმი, საქართველოს დროშის გამოტანის პატივი ერგო IV  ახალგაზდული ოლიმპიური თამაშების ჩემპიონს, მოკრივე ემილ ისმაილოვს.

საქართველოს სპორტსმენებმა IV ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე შთამეჭდავად იასპარეზეს. მოიპოვეს 4 მედალი: 1 ოქრო, 2 ვერცხლი და 1 ბრინჯაო.

ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი გახდა მოკრივე ემილ ისმაილოვი (55კგ), ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ ქვიშის მოჭიდავეები: ლუკა მახარაძე (70 კგ) და ნურადინ მუსტაფაევი (90კგ), ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ქვიშის მოჭიდავე დავით მძევაშვილმა (60 კგ).  

საერთო ჩათვლაში, საქართველოს მედლების ხარისხობრივი მაჩვენებლის გათვალისწინებით 44-ე ადგილი ერგო.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი