1
14 ნოემბერი 2026, 20:09
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა დღეს საიუბილეო, მე-300 შეხვედრა გამართა.
მსოფლიო რაგბის 2026 წლის ერთა თასის ფარგლებში „ბორჯღალოსნებმა“ ავჭალის სტადიონზე ტონგას უმასპინძლეს და მეტოქე ანგარიშით 55:31 დაამარცხეს.
ნოემბერში „ბორჯღალოსნებმა“ პირველი თამაში კანადასთან დიდი ანგარიშით მოიგეს, კიდევ ერთი შეხვედრა კი 21 ნოემბერს ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებთან ელით.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |