მაკა ბოჭორიშვილმა, არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრემიერისა და საგარეო საქმეთა მინისტრის მიწვევით, სერ ბანი იასის ფორუმში მიიღო მონაწილეობა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 15 ნოემბერი 2026, 14:32

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა, არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრემიერისა და საგარეო საქმეთა მინისტრის, შეიხ აბდულა ბინ ზაიედ ალ-ნაჰიანის მიწვევით, მონაწილეობა მიიღო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გამართულ სერ ბანი იასის ფორუმში.

ფორუმში მონაწილეობდნენ სხვადასხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები.

ფორუმის ფარგლებში, დახურულ ფორმატში, გაიმართა დისკუსიები საერთაშორისო დღის წესრიგის აქტუალურ საკითხებზე, მათ შორის, გლობალურ და რეგიონულ გამოწვევებზე.

სერ ბანი იასის ფორუმი მაღალი დონის საერთაშორისო დიალოგის მნიშვნელოვანი პლატფორმაა, რომელიც ხელს უწყობს გლობალურ და რეგიონულ საკითხებზე დიალოგის განვითარებასა და თანამშრომლობის გაღრმავებას.

ფორუმის ფარგლებში მაკა ბოჭორიშვილმა ორმხრივი შეხვედრები გამართა კოლეგა საგარეო საქმეთა მინისტრებთან და ფორუმის მონაწილეებთან.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრემიერი: საჯარო პოლემიკა სასულიერო პირსა და ხელისუფლებას შორის, დამაზიანებელია როგორც ეკლესიისთვის, ისე ქვეყნისთვის, შესაბამისად ჩვენ არ ვაპირებთ ამ პოლემიკაში ჩართვას და ყველას მოვუწოდებთ, ნუ იქნებიან ასეთი პოლემიკის ინიციატორები
ირაკლი კობახიძე: რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას აქვს თავისი ბუნებრივი ბარიერი, ეს არის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია და ორი ოკუპირებული რეგიონის ე.წ. სახელმწიფოდ აღიარება, შესაბამისად, აქ ჩვენი გადაწყვეტილება არ გადაიხედება
ირაკლი კობახიძე: ვფიქრობ, რომ ეუთოს ინტერესებში იქნებოდა საქართველოს თავმჯდომარეობა, თუმცა ვნახოთ, როგორი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ჩვენი მხრიდან შეთავაზება არის გაკეთებული, ველოდებით შემხვედრ პოზიციას
ირაკლი კობახიძე: სუვერენულად რომ მოქმედებდეს ევროპული ბიუროკრატია, ამ შემთხვევაში საქართველოსთან ურთიერთობის გაღრმავება იქნებოდა მისი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი
ირაკლი კობახიძე: „ალდე“ ტერორისტულ აქტსაც არ გაემიჯნა თავის დროზე, რაც მეტყველებს ერთი - ძალიან უხეშ პოლიტიკურ მიკერძოებაზე და მეორე იმაზე, რომ „ალდეს“ არ აქვს არავითარი პრინციპები, შესაბამისად, ჩვენთვის „ალდეს“ არც ერთ განცხადებას არავითარი ფასი არ აქვს
არქივი