გიორგი ვოლსკი: ვერც ALDE და ვერც სხვა ვერ ასახელებს, ვინ არის ე.წ. თვითნებურად დაკავებული, ან რაში მდგომარეობს დემოკრატიის უკუსვლა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 15 ნოემბერი 2026, 14:35

ვერც „ალდე“ და ვერც სხვა ვერ ასახელებს ვინ არის ე.წ. თვითნებურად დაკავებული, ან რაში მდგომარეობს დემოკრატიის უკუსვლა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

გიორგი ვოლსკი გამოეხმაურა ALDE-ს მორიგ რეზოლუციას.

„აქვთ გარკვეული ამოცანა, გარკვეული მოკავშირეები ჰყავთ საქართველოში და მათთვის მისაღებია ექსტრემისტული პროცესების განვითარება. მათთვის ერთი მთავარი ამოცანაა, თავის მოკავშირე კონკრეტულ ქვეყანაში ჰყავდეთ ჩანერგილი აგენტი, რომელიც მოქმედებს იმ პრინციპებით, დავალებებითა და ამოცანებით, რომლებიც ამ პოლიტიკურ ჯგუფებს აქვთ“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

საქართველო უშინაარსო და საფუძველს მოკლებული რეზოლუციებით აღარ იმართება - ასეთია „ქართული ოცნების“ პასუხი ALDE-ს მორიგ რეზოლუციაზე, რომლითაც სასამართლო პროცესებზე დაკვირვებას ითხოვს, ასევე მოუწოდებს ევროკავშირსა და სხვა სახელმწიფოებს, საქართველოსთან ურთიერთობისთვის ჰქონდეთ წინაპირობა, ციხიდან მსჯავრდებულების გათავისუფლება.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ყოფილი პრემიერ-მინისტრი მის საჯარო განცხადებებზე გამოძიების დაწყებას ითხოვს
ნიკა გვარამია კითხვაზე: დადებითად აფასებს თუ არა 2004-2012 წლის მმართველობას - ქალბატონო მოსამართლევ, ამაზე უკეთესი ხელისუფლება ამ ქვეყანას არ ჰყოლია
მაკა ბოჭორიშვილი კატარის პრემიერ-მინისტრსა და საგარეო საქმეთა მინისტრს, შეიხ მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-თანის შეხვდა
პაატა სალია პენიტენციური სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელისა და სხვა პირების მიმართ ბრალის წაყენებაზე: როგორც კი ინფორმაცია გასაჯაროვდა, იმავე წუთს იყო მითითება გენინსპექციის მიმართ, რომ დაეწყოთ გამოძიება
რევაზ ნადარაია ნიკა გვარამიას: ბატონო ნიკა, დავსერიოზულდეთ იმიტომ, რომ ბატონ ჯაფარიძესთან ერთად აპირებთ ხელისუფლებაში მოსვლას და რას აპირებს ჯაფარიძე არ გაინტერესებთ? რა ხედვები აქვს ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით. რატომ არის ასეთი არასერიოზული მიდგომა ასეთ მძიმე თემებთან მიმართებით
არქივი