1
15 ნოემბერი 2026, 21:23
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ყოფილმა სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა გადაცემა „იმედის კვირასთან“ დამოუკიდებელ ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრის უცნობი დეტალები გაიხსენა.
სოზარ სუბარის თქმით, გიორგი ჩხეიძის გარდა არასამთავრობო ორგანიზაციების არცერთი წარმომადგენელი არ წამომდგარა და არ წასულა მასთან ერთად დარბევის ადგილას.
„ვუთხარი, რომ სავარაუდოდ აპირებენ „იმედის“ დარბევას, „იმედში“ შეჭრას და მოდი ახლა ჩვენ წავიდეთ იქ, სადაც მართლა ირღვევა ადამიანის უფლებები, სადაც საქართველოს კონსტიტუციას უნდა გადაუსვან ხაზი და უბრალოდ დავდგეთ იქ, დავაფიქსიროთ მაინც ჩვენი პოზიცია, თუ ხელს ვერ შევუშლით. არცერთი ადამიანი უბრალოდ ადგილიდან არ განძრეულა, გარდა გიორგი ჩხეიძისა, რომელიც გამომყვა „იმედთან“, - აღნიშნა მან.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |