ირაკლი კობახიძე: ჩვენი სურვილია სარჩელის მაქსიმალურად სრულად დაკმაყოფილება, დანარჩენი არის საკონსტიტუციო სასამართლოზე დამოკიდებული, კარგად ხედავს საზოგადოება, ვის მხარეს არის სიმართლე და ვის მხარეს არის კომპეტენცია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 16 ნოემბერი 2026, 13:25

ჩვენი სურვილია სარჩელის მაქსიმალურად სრულად დაკმაყოფილება, დანარჩენი არის საკონსტიტუციო სასამართლოზე დამოკიდებული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერის თქმით, სრულიად არაკომპეტენტური ადამიანები წარმოადგენენ რადიკალური ოპოზიციის ინტერესებს საკონსტიტუციო სასამართლოში.

„ჩვენი სურვილია სარჩელის მაქსიმალურად სრულად დაკმაყოფილება, დანარჩენი არის საკონსტიტუციო სასამართლოზე დამოკიდებული, რაც შეეხება დღემდე პროცესის წარმართვას, ძალიან კარგად ხედავს საზოგადოება, ვის მხარეს არის სიმართლე და ვის მხარეს არის კომპეტენცია.

ერთი, რომ სიმართლე არ არის ჩვენი ოპონენტების მხარეს და მეორე, სრულიად არაკომპეტენტური ხალხი იცავს რადიკალური ოპოზიციის ინტერესებს საკონსტიტუციო სასამართლოში, რაც არის ძალიან თვალსაჩინო, ამას გეუბნებით პირველ რიგში, როგორც იურისტი, სრულიად არაკომპეტენტური ადამიანები, იურისტები წარმოადგენენ რადიკალური ოპოზიციის ინტერესებს საკონსტიტუციო სასამართლოში“, - განაცხადა პრემიერმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თორნიკე ჭეიშვილი: ღიმილისმომგვრელი და არადამაჯერებელია, როდესაც მოპასუხე მხარე ცდილობს, ერთმანეთს გაემიჯნოს. თუ ვინმეს ვინმესგან გამიჯვნა სურდა, საკმარისზე დიდი დრო ჰქონდათ. მათ ეს არ გააკეთეს, პირიქით, ამაყობენ და იმავე ენთუზიაზმს ავლენენ რომლითაც წარსულში გამოირჩეოდნენ
თორნიკე ჭეიშვილი: იმის მტკიცება რომ „ლელოს“ ორმხრივი სანქციების დაწესების პირობა არ დაუდია და მეორე მხრივ, მათივე ლიდერის განცხადება, რომ ყველაფერს გააკეთებდნენ ორმხრივი სანქციების შემოსაღებად, არის მტკნარი სიცრუე. მათ სხვა არაფერი დარჩენიათ, თუ არა სიცრუეზე ააგონ საკუთარი დაცვის სტრატეგია
ავსტრიის ხელისუფლებამ საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრისთვის, კარინ კნაისლისთვის, მოქალაქეობის ჩამორთმევის პროცედურა დაიწყო
ჯეი დი ვენსის განცხადებით, ტრამპი არ დაუშვებს, რომ ირანთან დაპირისპირება დაუსრულებელ ომად იქცეს
„ჭირვეული პუტინი, ჯიუტი ზელენსკი და დემოკრატების ღალატი“ - ჯო ბაიდენმა პრეზიდენტობის ოთხ წელზე მემუარები გამოსცა
არქივი