ოპოზიციის აქტივისტი თამუნა გიორგაძე: მე ვწყვეტ შაბათის მარშში მონაწილეობას. არ მინდა მარშთან და მის გადაწყვეტილებებთან ასოცირება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 16 ნოემბერი 2026, 15:22

ოპოზიციის აქტივისტი თამუნა გიორგაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ შაბათის მარშში მონაწილეობას წყვეტს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

„არ ვიცი ვის გაინტერესებთ, არც ის ვიცი საერთოდ ვინმეს გაინტერესებთ თუ არა, მაგრამ ჩემი გადაწყვეტილების თაობაზე დავწერ ინფორმაციის სახით. მე ვწყვეტ შაბათის მარშში მონაწილეობას. გთხოვთ, პირადად ჩემი, ერთი ადამიანის სახელი ნუ იქნება აფილირებული მაგ, უკვე ფაქტობრივად სტრუქტურული ერთეულის გადაწყვეტილებებსა და ქმედებებთან. მადლობა“,-აღნიშნავს გიორგაძე.

მისმა ამ გადაწყვეტილებამ აქტივისტებში გაურკვევლობა და დაბნეულობა გამოიწვია. ერთ-ერთი აქტივისტის დასმულ კითხვაზე, -„მტერს რატომ ეძებთ იქ სადაც არ არის?!“ და იმის შესახებ, თუ რას აძლევს პოსტით ამის დემონსტრირება, გიორგაძე პასუხობს, რომ არ სურს მარშთან ასოცირება, ხოლო ამის აფიშირება გამჭვირვალობას აძლევს.

„არ მინდა მარშთან (საბჭოსთან) და მის გადაწყვეტილებებთან ასოცირება. მაქვს ამის უფლება. საჯაროა საბჭოს გადაწყვეტილება, რომელიც მარშის წევრების სახელით კეთდება. ამ მარშის წევრებს რატომ არ აქვთ საჯაროდ გამიჯვნის უფლება? გამჭვირვალობას მაძლევს (რაც არ აქვს საბჭოს, თუმცა ფონს კარგად ქმნის, რომ აქვს) და ყველაფრისთვის თავისი სახელის დარქმევას მაძლევს“,- წერს გიორგაძე.

გიორგაძის მსგავსად, ამის სურვილი რამდენიმე აქტივისტმაც გამოთქვა, მათ შორის, ია მელითაური წერს: „მეც აღარ დავდივარ კაი ხანია“.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე: ზურა გირჩი ჯაფარიძის პოლიტიკური უვიცობა უსაზღვროა. ელემენტარული წარმოდგენაც კი არ აქვს ეროვნული ბანკის ფუნქციებზე, ხელისუფლებაში მოსვლაზე ოცნებობს და ამტკიცებს, რომ ლარის კურსი არ არის ეროვნული ბანკის საქმე
თამთა მეგრელიშვილი - ეროვნული ბანკის პოლიტიკა პირდაპირ აისახება ეროვნული ვალუტის სიმყარეზე, ხოლო ინფლაციური პროცესების მართვა და სავალუტო რეზერვების ზრდა ცენტრალური ბანკის საქმიანობის მნიშვნელოვანი მიმართულებებია
დავით ქართველიშვილი სამღვდელოების ნაწილზე: ღმერთის და წმინდანების სახელით დედაეკლესიის ერთიანობის დაშლას ცდილობენ
თამარ ჩერგოლეიშვილი: გიორგი თარგამაძემ 540 000 ლარი აიღო „ნაცმოძრაობისგან“ და 4 ოქტომბრის კრიტიკოსები ეთერიდან დაგვბლოკა
მიხეილ სააკაშვილი - ზაზა სასწრაფოდ მოდი უკან და აჩვენე კლასი და შეახსენე, რომ საუბარია არა რაღაც მოკრიმინალო პარტიაზე, არამედ საქართველოს ისტორიაში ყველაზე წარმატებული პოლიტიკოსების ჯგუფზე
არქივი