პაატა სალია პენიტენციური სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელისა და სხვა პირების მიმართ ბრალის წაყენებაზე: როგორც კი ინფორმაცია გასაჯაროვდა, იმავე წუთს იყო მითითება გენინსპექციის მიმართ, რომ დაეწყოთ გამოძიება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 16 ნოემბერი 2026, 16:27

არის ერთი მნიშვნელოვანი საკითხი – იუსტიციის სამინისტროს როლი მას შემდეგ, რაც ინფორმაცია საჯაროდ გახდა ცნობილი. როგორც კი ინფორმაცია გასაჯაროვდა იმავე წუთს იყო მითითება გენინსპექციის მიმართ, რომ დაეწყოთ გამოძიება ამ საკითხთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რას აცხადებდა პენიტენციური სამსახური, ჩვენ ვაწარმოებდით გამოძიებას, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ პენიტენციური სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელისა და სხვა პირების მიმართ ბრალის წაყენების შესახებ მედიის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მინისტრის თქმით, ახლა სასამართლომ უნდა დაადგინოს, არიან თუ არა ეს პირები დამნაშავეები.

„მოგეხსენებათ, რომ ეს ადამიანები დღეს არ არიან თანამდებობაზე, ხოლო რაც შეეხება სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, ეს უკვე პროკურატურის საქმეა. იმისთვის, რომ არ გაჩენილიყო რაიმე კითხვა, რომ იგივე უწყება იძიებს მისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის პასუხისმგებლობის საკითხს, ეს საქმე გადავეცით პროკურატურას, რათა ობიექტურად წარიმართოს გამოძიება. დაველოდოთ შედეგებს. ამ ეტაპზე ვიცით, რომ მათ ბრალი წარედგინათ, მოვისმინეთ გარკვეული დეტალები, თუმცა, ეს ყველაფერი – კიდევ ერთხელ არ დავარღვევ უდანაშაულობის პრეზუმფციას – სასამართლომ უნდა დაადგინოს, არიან ეს პირები დამნაშავეები, თუ არა. ჩემი პოლიტიკური პასუხისმგებლობა არის სწორედ ის, რომ მყისიერი, ადეკვატური რეაქცია მქონდეს ნებისმიერ დარღვევაზე, რაც სისტემაში მოხდება, და ხელი შევუწყო გამოძიების სწორად წარმართვას“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არჩილ გორდულაძე ოპოზიციაზე: ისე მოიხსენიებენ მოსამართლეს, სასამართლოს, რომ საერთოდ უნდა შემოიშვებოდნენ თუ არა სხდომათა დარბაზში, ამაზე შესაძლებელია სასამართლოს ცალკე პოზიცია ჰქონდეს
ლევან მახაშვილი: თუკი რომელიმე კანონის უცხოურ კანონთან ასოცირება არის გასაკეთებელი, ქართული გამჭვირვალობის კანონი არის სწორედ ევროპული კანონი
არჩილ გორდულაძე „ლელოს“ განცხადებებზე: მათი თითოეული ნათქვამი ეს არის უპატივცემულობა საქართველოს კონსტიტუციისა და სამართლებრივი სახელმწიფოსი
EU News: რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში კაია კალასი პროცესს მიღმა რჩება და მას მხოლოდ დამკვირვებლის როლი ერგება
საქართველომ სასამართლოს გამჭვირვალობით ევროპაში უმაღლესი შეფასება მიიღო, სასამართლოს დამოუკიდებლობით კი ევროპის საუკეთესო ოცეულშია და ევროკავშირის საშუალო ქულაზე მაღალი შეფასება აქვს
არქივი