ყოფილი პრემიერ-მინისტრი მის საჯარო განცხადებებზე გამოძიების დაწყებას ითხოვს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 16 ნოემბერი 2026, 16:42

კორუფციული დანაშაულისთვის მსჯავრდებულ ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილსა და გამომძიებლებს შორის გასაუბრება არ შედგა.

როგორც რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ, ყოფილი პრემიერის ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა განაცხადა, გასაუბრებას სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს და მსგავსი ნორმა მასში მითითებული არ არის. შესაბამისად, ბარათაშვილი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი, პროკურატურა ღარიბაშვილის განცხადებებზე გამოძიებას დაიწყებს, ის მზად არის მაგისტრატი მოსამართლის წინაშე ჩვენება მისცეს.

ამასთან, ადვოკატი აცხადებს, რომ ის ციხიდან პირდაპირ, გენერალურ პროკურატურაში მიემართება, სადაც გენერალური პროკურორის სახელზე განცხადებას შეიტანს და გამოძიების დაწყებას მოითხოვს.

„დღეს, ირაკლი ღარიბაშვილთან ორი გამომძიებელი იყო შესული, მათ გამოთქვეს სურვილი, მას გასაუბრებოდნენ. ჩვენ ვკითხეთ, თუ რომელი საპროცესო ნორმის მიხედვით ხდებოდა გასაუბრება, მათ ეს ვერ დაგვისახელეს, გვითხრეს, რომ ეს გავრცელებული პრაქტიკაა. ჩვენ ვუპასუხეთ მათ, რომ ამგვარ ფორმას, გასაუბრებისას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. იმ შემთხვევაში, თუკი, გამოძიება დაიწყება, ირაკლი ღარიბაშვილი მზად არის, ითანამშრომლოს გამოძიებასთან, მისცეს ჩვენება მაგისტრატ მოსამართლესთან, ეს ყველაფერი ოქმის სახით დაფიქსირდა.

საუბარი არ შემდგარა. როგორც აღმოჩნდა, გამოძიება დაწყებული არ არის. ამის თაობაზე ჩვენ აღვნიშნეთ ოქმში, მაგრამ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დღესვე, სათანადო განცხადებით, გამოძიების დაწყების თაობაზე მივმართოთ გენერალურ პროკურორს. ვფიქრობდით, რომ გამოძიება ვალდებული იყო გამოძიება დაწყებულიყო საჯარო განცხადებების საფუძველზე, ვინაიდან ეს განცხადება ფსიქიკური და მორალური ზემოქმედების ნიშნებს შეიცავდა.

როგორც გამომძიებელმა მითხრა, მან სახალხო დამცველის წერილი მიიღო, რომელიც დაინტერესებული იყო საკითხით, როგორ მიმდინარეობდა გამოძიება ირაკლი ღარიბაშვილის მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებების თაობაზე. როგორც აღმოჩნდა, ქვემო ქართლის სამხარეო პროკურატურა დაინტერესებული არ არის იმით, რომ გამოძიება დაიწყოს, ისინი დაინტერესებული არიან გასაუბრებით, რაც არ არის საპროცესო ნორმა და საერთოდ, საპროცესო ქმედება, ისინი ამას გავრცელებული პრაქტიკით ხსნიან, რაც ჩვენთვის მიუღებელია. ამგვარ ქმედებას ჩვენ შემდგომ ნაბიჯს დავუპირისპირებთ, რაც განცხადების შეტანაა გენერალურ პროკურატურაში“, - განაცხადა ბარათაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის საჯარო განცხადებაში მითითებული საკითხების შესწავლა 10 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა დაიწყო.

ომბუდსმენის აპარატის ცნობით, სახალხო დამცველი შესაბამის საგამოძიებო უწყებებს მიმართავს, რათა განცხადებაში აღწერილი სავარაუდო ზეწოლის, შანტაჟისა და იძულების ფაქტებზე გამოძიების დაწყებისა და განხორციელებული რეაგირების შესახებ ინფორმაცია მიიღოს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არჩილ გორდულაძე: სინდისის პატიმრებად მოიხსენიებენ კონკრეტულ ადამიანებს, ვინც ნამდვილად არ არიან. მაგალითად ნიკა გვარამიას სტრასბურგიდან აქვს გაკეთებული განცხადება, სინდისის პატიმრებად ჰყავს მოხსენიებული 5 ადამიანი, რომელთაგან სამმა აღიარა დანაშაული, ხოლო ორზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი არსებობს
არჩილ გორდულაძე: ხატია დეკანოიძე სხდომათა დარბაზიდან გაძევებულია სასამართლოს უპატივცემულობისთვის - ნაცი თავის ბუნებას არასდროს იცვლის
ეკა სეფაშვილი: ქალთა უფლებების დაცვა სახელმწიფო პრიორიტეტია და ძალიან მნიშვნელოვანია ჯანსაღი საზოგადოების გაძლიერებისთვის, ასევე სოციალურ საკითხებზე ორიენტირებული სახელმწიფო პოლიტიკის განმტკიცებისთვის
არჩილ გორდულაძე ოპოზიციაზე: ისე მოიხსენიებენ მოსამართლეს, სასამართლოს, რომ საერთოდ უნდა შემოიშვებოდნენ თუ არა სხდომათა დარბაზში, ამაზე შესაძლებელია სასამართლოს ცალკე პოზიცია ჰქონდეს
ლევან მახაშვილი: თუკი რომელიმე კანონის უცხოურ კანონთან ასოცირება არის გასაკეთებელი, ქართული გამჭვირვალობის კანონი არის სწორედ ევროპული კანონი
არქივი