თორნიკე ჭეიშვილი: იმის მტკიცება რომ „ლელოს“ ორმხრივი სანქციების დაწესების პირობა არ დაუდია და მეორე მხრივ, მათივე ლიდერის განცხადება, რომ ყველაფერს გააკეთებდნენ ორმხრივი სანქციების შემოსაღებად, არის მტკნარი სიცრუე. მათ სხვა არაფერი დარჩენიათ, თუ არა სიცრუეზე ააგონ საკუთარი დაცვის სტრატეგია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 17 ნოემბერი 2026, 12:11
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თორნიკე ჭეიშვილი „ლელოს“ წარმომადგენლების განცხადებებს გამოეხმაურა, რომლებმაც საკონსტიტუციო სასამართლო სხდომაზე აღნიშნეს, რომ ისინი რუსეთის წინააღმდეგ ორმხრივი სანქციების დაწესებას არ ითხოვდნენ. 

ჭეიშვილი „ლელოს“ წევრების განცხადებებს მტკნარ სიცრუეს უწოდებს და ამბობს, რომ დღეს ყველანაირი საშუალება არსებობს, რამდენიმე წუთში მოხდეს იმის გადამოწმება, რასაც ისინი ამტკიცებენ სასამართლოს წინაშე.

„რეალურად კადრები მეტყველებს თავის თავზე და ძალიან საინტერესო კონტრასტი შეიქმნა ერთი მხრივ, მტკიცებას სასამართლოს წინაშე იმასთან დაკავშირებით, რომ მათ არასდროს და არავითარი ორმხრივი სანქციების დაწესების პირობა არ დაუდიათ და მეორე მხრივ, მათივე პოლიტიკური გუნდის ლიდერის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ყველაფერს გააკეთებდნენ შესაბამისი ორმხრივი სანქციების შემოსაღებად. ესეც აღმოჩნდა რამდენიმე წუთიანი ტყუილი. ზოგადად მათ ავიწყდებათ, რომ ტყუილს მოკლე ფეხები აქვს და რეალურად დღეს უკვე არსებობს ყველანაირი საშუალება იმისა, რომ მართლაც რამდენიმე წუთიან მონაკვეთში მოხდეს გადამოწმება იმისა, რასაც ისინი ტირაჟირებენ, ამტკიცებენ სასამართლოს წინაშე, რამდენად შეესაბამება რეალობას და სწორედ ამგვარ შემთხვევასთან გვაქვს საქმე. ყველამ ძალიან კარგად დაინახა ის, რომ ეს იყო უბრალოდ მტკნარი სიცრუე და სხვა არაფერი და ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ისინი ამას კადრულობენ. თავიანთი მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით, მათ სხვა არაფერი დარჩენიათ, თუ არა ისევ და ისევ ის, რომ დეზინფორმაციაზე, სიცრუეზე ააგონ საკუთარი დაცვის სტრატეგია“,- განაცხადა ჭეიშვილმა. 

შეგახსენებთ, 2023 წელს,  „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებას 9 პუნქტიანი სამოქმედო გეგმა გააცნო, რომლის პირველი პუნქტიც რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეგულაციის დაწესებას ითვალისწინებდა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არჩილ გორდულაძე: 2024 წლის 1 მაისს, გიორგი გახარიამ, ძალადობრივი აქციების და მოძალადეების მხარდასაჭერად, აქციას მშვიდობიანი უწოდა და მოუწოდა საქართველოს მეგობრებს ვაშინგტონში, ბრიუსელში, ბერლინში, პარიზში, ჩამოაყალიბონ ერთიანი პოზიცია საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე
არჩილ გორდულაძე: 2024 წლის აპრილში პარლამენტის შენობასთან გამართული აქცია ძალადობრივ ხასიათს ატარებდა - მონაწილეები პოლიციელებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ და პოლიციის კორდონის გარღვევა სცადეს
არჩილ გორდულაძე: პარტია „ლელო“ ძალადობრივ აქციას მშვიდობიანს უწოდებს და მოუწოდებს ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ მოკავშირეებს, დაიწყონ ზეწოლა ბიძინა ივანიშვილზე და მის ხელისუფლებაზე საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ყველა ბერკეტით
არჩილ გორდულაძემ სასამართლოს „ფედერალისტების“ ლიდერების, თამარ ჩერგოლეიშვილის და გიგა ბოკერიას განცხადებები წარუდგინა, რომლებმაც „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლის გამო დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს მხარდაჭერა გამოუცხადეს
არჩილ გორდულაძე: 2024 წლის 12 აპრილს, გრიგორიადისის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოცხადების შემდეგ, გრიგორიადისის მხარდასაჭერად მამუკა ხაზარაძემ ყველას მობილიზაციისკენ მოუწოდა და ახალგაზრდებს მიმართა - არ იქნება არანაირი დათმობა
არქივი