გერმანული გამოცემის, BILD-ის დაკვეთით, კომპანია INSA-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, გერმანიის მოქალაქეების 58% ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ემხრობა.
გამოკითხულთა მხოლოდ მეოთხედზე ოდნავ მეტი, ანუ 26% მიიჩნევს, რომ „ქრისტიან-
დემოკრატიულმა“ და „სოციალ-დემოკრატიულმა“ პარტიებმა მმართველობა 2029 წლის დასაწყისამდე უნდა გააგრძელონ.
გამოკითხვის შედეგები მნიშვნელოვნად განსხვავდება რესპონდენტების პარტიული სიმპათიების მიხედვით. „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ (CDU/CSU) მხარდამჭერთა 60%-ს და „სოციალ-დემოკრატების“ (SPD) ამომრჩეველთა 50%-ს სურს, რომ ფრიდრიხ მერცმა და ლარს კლინგბაილმა ხელისუფლებაში 2029 წლამდე დარჩენა შეძლონ.
თუმცა, სხვა პარტიების მხარდამჭერთა უმრავლესობა ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ემხრობა. ამ მოსაზრებას ყველაზე მეტად „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) და BSW-ის ამომრჩევლები იზიარებენ. ვადამდელ არჩევნებს მხარს უჭერს მემარცხენე პარტიის (Die Linke) მხარდამჭერთა 75% და „თავისუფალი დემოკრატიული პარტიის“ (FDP) ამომრჩეველთა 64%. „მწვანეთა“ მხარდამჭერებში კი, ვადამდელი არჩევნების მომხრეები 47% შეადგენენ, წინააღმდეგია 41%.
რესპონდენტებს ასევე ჰკითხეს, მისცემდნენ თუ არა ხმას იმავე პარტიას, რომელსაც 2025 წელს დაუჭირეს მხარი. გამოკითხულთა 59%-მა დადებითი პასუხი გასცა, 25%-მა კი განაცხადა, რომ ხმას სხვა პარტიას მისცემდა.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |