ბექა ძამაშვილი: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, 2012 წლის შემდეგ ერთი შემთხვევაც არ ყოფილა, როდესაც საქართველოს დარღვევა დაუდგინდა სასამართლო სისტემაში დამოუკიდებლობის მიმართულებით არსებული რაიმე ხარვეზის გამო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 17 ნოემბერი 2026, 20:25

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, 2012 წლის შემდეგ ერთი შემთხვევაც არ ყოფილა, როდესაც საქართველოს დარღვევა დაუდგინდა სასამართლო სისტემაში დამოუკიდებლობის მიმართულებით არსებული რაიმე ხარვეზის გამო, - განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ბექა ძამაშვილმა, ევროკავშირის პროგრამა „ჰორიზონტის“ სამეცნიერო კვლევითი პროექტის კვლევის შედეგებზე საუბრისას.


მისივე თქმით, ყველა სხვა მსგავსი ანგარიშის მიხედვით, საქართველო მოწინავე ადგილს იკავებს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის კომპონენტით, არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მთლიანად ევროპის მასშტაბით.


„ყველა ეს მაჩვენებელი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკასთან ერთად არის უტყუარი მტკიცებულება სასამართლო სისტემაში განხორციელებული რეფორმების ეფექტიანობისა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით , 2012 წლის შემდეგ ერთი შემთხვევაც არ ყოფილა, როდესაც საქართველოს დარღვევა დაუდგინდა სასამართლო სისტემაში დამოუკიდებლობის მიმართულებით არსებული რაიმე ხარვეზის გამო“, - განაცხადა ძამაშვილმა.


საქართველომ სასამართლოს გამჭვირვალობით, ევროპაში უმაღლესი შეფასება მიიღო, სასამართლოს დამოუკიდებლობით კი, ევროპის საუკეთესო ოცეულშია და ევროკავშირის საშუალო ქულაზე მაღალი შეფასება აქვს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არჩილ გორდულაძე: სინდისის პატიმრებად მოიხსენიებენ კონკრეტულ ადამიანებს, ვინც ნამდვილად არ არიან. მაგალითად ნიკა გვარამიას სტრასბურგიდან აქვს გაკეთებული განცხადება, სინდისის პატიმრებად ჰყავს მოხსენიებული 5 ადამიანი, რომელთაგან სამმა აღიარა დანაშაული, ხოლო ორზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი არსებობს
არჩილ გორდულაძე: ხატია დეკანოიძე სხდომათა დარბაზიდან გაძევებულია სასამართლოს უპატივცემულობისთვის - ნაცი თავის ბუნებას არასდროს იცვლის
ეკა სეფაშვილი: ქალთა უფლებების დაცვა სახელმწიფო პრიორიტეტია და ძალიან მნიშვნელოვანია ჯანსაღი საზოგადოების გაძლიერებისთვის, ასევე სოციალურ საკითხებზე ორიენტირებული სახელმწიფო პოლიტიკის განმტკიცებისთვის
არჩილ გორდულაძე ოპოზიციაზე: ისე მოიხსენიებენ მოსამართლეს, სასამართლოს, რომ საერთოდ უნდა შემოიშვებოდნენ თუ არა სხდომათა დარბაზში, ამაზე შესაძლებელია სასამართლოს ცალკე პოზიცია ჰქონდეს
ლევან მახაშვილი: თუკი რომელიმე კანონის უცხოურ კანონთან ასოცირება არის გასაკეთებელი, ქართული გამჭვირვალობის კანონი არის სწორედ ევროპული კანონი
არქივი