არჩილ გორდულაძე: პარტია „ლელო“ ძალადობრივ აქციას მშვიდობიანს უწოდებს და მოუწოდებს ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ მოკავშირეებს, დაიწყონ ზეწოლა ბიძინა ივანიშვილზე და მის ხელისუფლებაზე საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ყველა ბერკეტით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 18 ნოემბერი 2026, 12:36

2024 წლის 1 მაისს, მამუკა ხაზარაძემ ძალადობრივი აქციების და მოძალადეების მხარდასაჭერად, ძალადობრივი აქციის მონაწილეების მისამართით განაცხადა, რომ აქციის მონაწილეები კონსტიტუციას იცავდნენ, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე, სადაც ხუთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების განცხადებები გააცნო.


მან ყურადღება გაამახვილა პარტიის „ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ მიერ ძალადობრივ აქციებთან დაკავშირებით გაჟღერებულ განცხადებებზე. კონკრეტულად გაიხსენა, რომ პარტია „ლელომ“ ძალადობრივ აქციას მშვიდობიანი უწოდა.


„კერძოდ, ხაზარაძემ საჯაროდ განაცხადა: „ვინმეს არ ჰქონდეს იმის ილუზია, რომ ეს ადამიანები, ვინც აქ არიან შეკრებილები, არიან ერთმანეთთან დაკავშირებული ან პოლიტიკით, ან პარტიით, ესენი არიან თავისუფალი ადამიანები, რომლებიც იცავენ კონსტიტუციას. ამიტომ, ბრძოლა გაგრძელდება, საქართველოს ისტორია არის გამუდმებული ბრძოლა თავისუფლებისთვის.". 2024 წლის 1 მაისს, პარტია ლელომ ძალადობრივი აქციების და მოძალადეების მხარდასაჭერად, საჯარო განცხადება გაავრცელა. პარტიამ ლელომ ძალადობრივ აქციას მშვიდობიანი უწოდა: „საქართველოს ხელისუფლება სასტიკი დარბევით გაუსწორდა მშვიდობიან აქციას, რომელიც აპროტესტებს კანონს, რომელიც ართმევს ქართველ ხალხს ევროპულ მომავალს და ხელახალი გასაბჭოებით ემუქრება. სრული პასუხისმგებლობა მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ანგარიშსწორებაზე, დევნასა და სისასტიკეზე ეკისრება პრემიერ-მინისტრს. ასეთი მთავრობა ჩვენს ქვეყანას არ უნდა მართავდეს! მათ დაკარგეს ლეგიტიმაცია! დღეს და ახლა მნიშვნელოვანია სასწრაფოდ შეწყდეს ძალადობა საკუთარი მოქალაქეების და მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ. პარტია „ლელო საქართველოსთვის“ მოუწოდებს ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ მოკავშირეებს, დაიწყონ ზეწოლა ბიძინა ივანიშვილზე და მის ხელისუფლებაზე საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ყველა ბერკეტით. მოვუწოდებთ, გვერდით დაუდგნენ ქართველ ხალხს, რომელსაც მტკიცე საერთაშორისო დახმარება სჭირდება ქართული სახელმწიფოს და დემოკრატიის გადასარჩენად. ქართველი ხალხი არ შეწყვეტს ბრძოლას ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის. ჩვენი პარტია მტკიცედ იდგება ამ გადამწყვეტ ბრძოლაში წინა ხაზზე“,-აღნიშნა გორდულაძემ.


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არჩილ გორდულაძე: 2024 წლის 1 მაისს, გიორგი გახარიამ, ძალადობრივი აქციების და მოძალადეების მხარდასაჭერად, აქციას მშვიდობიანი უწოდა და მოუწოდა საქართველოს მეგობრებს ვაშინგტონში, ბრიუსელში, ბერლინში, პარიზში, ჩამოაყალიბონ ერთიანი პოზიცია საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე
არჩილ გორდულაძე: 2024 წლის აპრილში პარლამენტის შენობასთან გამართული აქცია ძალადობრივ ხასიათს ატარებდა - მონაწილეები პოლიციელებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ და პოლიციის კორდონის გარღვევა სცადეს
არჩილ გორდულაძემ სასამართლოს „ფედერალისტების“ ლიდერების, თამარ ჩერგოლეიშვილის და გიგა ბოკერიას განცხადებები წარუდგინა, რომლებმაც „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლის გამო დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს მხარდაჭერა გამოუცხადეს
არჩილ გორდულაძე: 2024 წლის 12 აპრილს, გრიგორიადისის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოცხადების შემდეგ, გრიგორიადისის მხარდასაჭერად მამუკა ხაზარაძემ ყველას მობილიზაციისკენ მოუწოდა და ახალგაზრდებს მიმართა - არ იქნება არანაირი დათმობა
არჩილ გორდულაძე: 2023 წლის 17 მარტს გიორგი გახარიას მიერ „დოიჩე ველესთვის“ მიცემული ინტერვიუს ქართული თარგმანი გავრცელდა, მან მარტის თვის ძალადობრივი აქციების მხარდასაჭერად, აქციებს მშვიდობიანი უწოდა
არქივი