თენგიზ შარმანაშვილი ანა ბუჩუკურის პასუხზე: მათ ეგონათ, რომ ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია თუ არა, ეს იყო კენჭსაყრელი. გამოყენებული უნდა ყოფილიყო თუ არა იმპიჩმენტის პროცედურის დასასრულებლად, იმას არ უყარეს კენჭი და თვითონვე თქვა, რომ მგონებოდა სწორია სასამართლოს გადაწყვეტილება, მაშინ ხმას სხვანაირად მივცემდიო, ასეთ არაკომპეტენტურ ხალხთან გვაქვს საქმე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 18 ნოემბერი 2026, 17:19

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თენგიზ შარმანაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე მოსარჩელის მხრიდან მოპასუხისთვის დასმულ იმ კითხვაზე ილაპარაკა, რომელიც სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევას ეხებოდა.


როგორც შარმანაშვილმა აღნიშნა, კითხვას, სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია თუ არა, ოპოზიციური პარტიების მხრიდან ვერავინ გასცა პასუხი, რადგან არ სურდათ ეღიარებინათ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ლეგიტიმური და კანონიერია.


შარმანაშვილმა ყურადღება გაამახვილა „გახარია-საქართველოსთვის“ წევრის ანა ბუჩუკურის განცხადებაზე, რომელმაც აღნიშნა: „სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით ამ სასამართლოს ნამსჯელი აქვს. ჩემი და ჩვენი პოლიტიკური გუნდის პოზიცია გამოიხატა მაშინ, როდესაც ქალბატონი ზურაბიშვილის იმპიჩმენტს მხარი არ დავუჭირეთ.“


„მე დავსვი კითხვა, სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია თუ არა. არავინ უპასუხა, რადგან არ უნდოდათ ეღიარებინათ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის ლეგიტიმური და კანონიერი. დავუკონკრეტე კიდეც, სასამართლომ ხომ ამავე დარბაზში დაადგინა, რომ კონსტიტუცია დარღვეულია სალომე ზურაბიშვილის მიერ. იმპიჩმენტის პროცედურა ბოლომდე არ მივიდა, მაგრამ ის პოლიტიკური პროცედურაა. რაც შეეხება, სამართლებრივად დადგენილია თუ არა სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევა - ეს დადგენილია. არცერთმა არ უპასუხა, რომ დიახ, ჩვენ პატივს ვცემთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და დადგენილად მიგვაჩნია ეს ფაქტი.


არავინ უპასუხა. უფრო მეტიც, გახარიას პარტიამ უპასუხა, რომ ჩვენ ლეგიტიმური რომ გვგონებოდა, ამ საკითხთან დაკავშირებით ხმას წინააღმდეგ ხომ არ მივცემდითო. ე.ი., მათ ეგონათ, რომ დაარღვია თუ არა კონსტიტუცია, ეს იყო კენჭსაყრელი. კენჭსაყრელი ეგ კი არ იყო, ეს დადგენილი იყო, ამაშიც ვერ ერკვევიან. ეს გამოყენებული უნდა ყოფილიყო თუ არა იმპიჩმენტის პროცედურის დასასრულებლად, იმას არ უყარეს კენჭი და აქ მხარემ თვითონვე თქვა - ამ ქალბატონმა [ანა ბუჩუკურმა], რომ მგონებოდა - სწორია საკონსტიტუციო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება, მაშინ ხმას სხვანაირად მივცემდიო. ასეთ არაკომპეტენტურ ხალხთან გვაქვს საქმე და ძნელია ასეთ ხალხთან ურთიერთობა“, - განაცხადა შარმანაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მთაწმინდაზე სახლის კაპიტალური გამაგრება მიმდინარეობს
კახა კალაძე ვაგონების შეკეთების საქმეზე: გამოძიება ჩვენივე შესაბამისი სამსახურების მოკვლევის საფუძველზე დაიწყო
ეკა სეფაშვილი: როდესაც ევროკომისია ობიექტურად აფასებს საქართველოს, პროგრესი აშკარა და ნათელია - საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე საკმაოდ მნიშვნელოვან წარმატებას აღწევს
შალვა პაპუაშვილი: ქურდს ქუდი ეწვისო - ქალბატონ სალომე სამადაშვილზეა ნათქვამი - ისტორიას ვერ გადაწერთ, ნათქვამ სიტყვას ვერ წაშლით. ისტერია ამას ვეღარ უშველის. მით უმეტეს, როდესაც იმავეს ითხოვდით 2022 წლის 1 მარტს პარლამენტში გამოსვლისას
არჩილ გორდულაძე: ჩვენ მიერ წარმოდგენილ ოპოზიციის განცხადებებს თან ახლავს ვიდეომასალა მამაკაცური ძალის გამოყენების თაობაზე, როგორ ესხმიან დამხობის მონაწილეები პოლიციელებს, ჟურნალისტებზე თავდასხმა, პრეზიდენტის სასახლეში შეღწევის მცდელობის კადრები, მაგრამ, ეს მხოლოდ ნაწილია
არქივი