პროკურატურის მტკიცებულებების საფუძველზე ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 18 ნოემბერი 2026, 20:06

ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვანის გაუპატიურების, სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების, გარყვნილი ქმედების და იძულების ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა არასრულწლოვანი სხვადასხვა დროს გააუპატიურა და მის მიმართ განახორციელა გარყვნილი და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებები. ასევე ბრალდებული დაზარალებულის მიმართ ფსიქიკურ იძულებას ახორციელებდა, რა დროსაც მოკვლით ემუქრებოდა, თუ მის მიმართ განხორციელებული ფაქტების შესახებ ვინმეს ეტყოდა.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (გაუპატიურება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ (ორი ეპიზოდი)), 138-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკის მიუღწეველი პირის მიმართ), 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით (გარყვნილი ქმედება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ (ორი ეპიზოდი)) და 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (იძულება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ (ორი ეპიზოდი) წარედგინა.

ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პენიტენციური სამსახური: შანიძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული ციხის საავადმყოფოდან მე-8 დაწესებულებაში გადაიყვანეს
ყოფილ პოლიციელებს, რომლებმაც ქობულეთში დაკავებულ პირს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, 6-6 წლით პატიმრობა მიესაჯათ
მთაწმინდაზე სახლის კაპიტალური გამაგრება მიმდინარეობს
კახა კალაძე ვაგონების შეკეთების საქმეზე: გამოძიება ჩვენივე შესაბამისი სამსახურების მოკვლევის საფუძველზე დაიწყო
თენგიზ შარმანაშვილი ანა ბუჩუკურის პასუხზე: მათ ეგონათ, რომ ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია თუ არა, ეს იყო კენჭსაყრელი. გამოყენებული უნდა ყოფილიყო თუ არა იმპიჩმენტის პროცედურის დასასრულებლად, იმას არ უყარეს კენჭი და თვითონვე თქვა, რომ მგონებოდა სწორია სასამართლოს გადაწყვეტილება, მაშინ ხმას სხვანაირად მივცემდიო, ასეთ არაკომპეტენტურ ხალხთან გვაქვს საქმე
არქივი