1
19 ნოემბერი 2026, 11:37
ქვემო ფონიჭალაში, აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსიდან მოსახლეობა გამოჰყავთ. დაშავებულები კი ინგოროყვას კლინიკაში არიან მოთავსებული.
შემთხვევის სავარაუდო მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვაა. აფეთქების ხმა დაახლოებით, დილის 9 საათზე გაისმა.
აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი საავადმყოფოში გადაყვანამდე ჰყვებოდა, რომ გუშინ ღამით ცდილობდა ბუნებრივი აირის ჩართვას, თუმცა ვერ შეძლო და სავარაუდოდ, მილი ღია დატოვა, რის გამოც ბუნებრივი აირი დაგროვდა. დილით კი, როდესაც გადაწყვიტა, რომ გაზი ჩაერთო, აფეთქება მოხდა.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |