გიორგი კახიანი კონსტიტუციურ სარჩელზე: სარჩელის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ეხება იმას, რომ ისინი სისტემატურად მონაწილეობდნენ ძალადობრივ აქციებში - მათი პოზიცია არის ის, რომ საერთოდ არ ჰქონია თურმე, ასეთ აქციებს ადგილი და ასეთ შემთხვევებს ეძახიან ცალკეულ გამოვლინებებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 19 ნოემბერი 2026, 11:45

სარჩელის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ეხება იმას, რომ ისინი სისტემატურად მონაწილეობდნენ ძალადობრივ აქციებში, - განაცხადა 5 პოლიტიკური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მოპასუხე მხარის თქმით, ძალადობრივ აქციებს საერთოდ არ ჰქონია ადგილი.

„ზოგ შემთხვევაში მონაწილეობდნენ, ზოგ შემთხვევაში მხარს უჭერდნენ და არ ემიჯნებოდნენ ასეთ აქციებს. მათი პოზიცია არის ის, რომ საერთოდ არ ჰქონია თურმე ასეთ აქციებს ადგილი, მაგალითად, უარყოფენ, რომ პარლამენტის შენობაზე და პოლიციელებზე თავდასხმა იყო, ასევე თავდასხმა იყო პრეზიდენტის სასახლეზე. ამ ყველაფერს ისინი უარყოფენ და ასეთ შემთხვევებს ეძახიან ცალკეულ გამოვლინებებს. ასეთი დამოკიდებულებით ისინი კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რასაც ჩვენ სარჩელში ვედავებით - რომ ისინი ან უშუალოდ იყვნენ ჩართულნი ამ ძალადობრივი აქციების განხორციელებაში ან ახალისებდნენ, არ ემიჯნებოდნენ ასეთ აქციებს, რაც ჩვენი კანონმდებლობით პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადების საფუძველია”, - განაცხადა გიორგი კახიანმა.

საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობისა და მათი აკრძალვის შესახებ კონსტიტუციური სარჩელის განხილვა 12:00 საათზე განახლდება.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არჩილ გორდულაძე: წლების განმავლობაში უფრო და უფრო მძიმდებოდა გამოყენებული ძალადობრივი საშუალებები რათა დამხობილიყო კონსტიტუციური წყობილება, ამის კულმინაცია იყო უკვე ღიად გამოცხადებული დამხობის მცდელობა, 2025 წლის 4 ოქტომბერს
კახა კალაძე: საშინელი ტრაგედია დატრიალდა. მინდა, მივუსამძიმრო გარდაცვლილების ოჯახის წევრებს, ახლობლებს, სრულიად საქართველოს. ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი
პრეზიდენტი: გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, დაშავებულებს კი სრულ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ
უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამებაში მსჯავრდებულ ალექსანდრე მუხაძეს - „ქილერას“ 14 წლით პატიმრობა განუსაზღვრა
კახა კალაძე - 28 ოჯახი დროებით სასტუმროშია გადაყვანილი. შემდეგ ეტაპზე ჩვენ მოვახდენთ უზრუნველყოფას, რომ ვიქირაოთ საცხოვრებელი სახლები მათთვის, რომ არანაირი პრობლემა არ შეექმნათ. რაც შეეხება საბოლოო გადაწყვეტას, რა თქმა უნდა, აუცილებელი იქნება აღნიშნული სახლის დემონტაჟი და ახალი პროექტის განხორციელება
არქივი