სულხან თამაზაშვილი ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებაზე: მიმდინარეობს შვიდი პირის ადგილსამყოფელის დადგენა, შვიდი პირია უგზო-უკვლოდ დაკარგული, მათ შორის სამი მცირეწლოვანი ბავშვია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 19 ნოემბერი 2026, 12:43

ფონიჭალაში საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შემდეგ შვიდი პირის ძებნა მიმდინარეობს. ამის შესახებ ადგილზე მისულმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„დაშავებულთაგან ერთის მდგომარეობა სამწუხაროდ, მძიმეა. თუმცა, სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანილი იყვნენ და ამ დრომდე არიან კონტაქტურები. ასევე მიმდინარეობს შვიდი პირის სამაშველო ღონისძიებების ფარგლებში მათი ადგილსამყოფელის დადგენა, შვიდი პირია უგზო-უკვლოდ, მათ შორის სამი მცირეწლოვანი ბავშვია.

ევაკუირებულია მოსახლეობა, ვაგრძელებთ აქტიურად სამაშველო ღონისძიებებს. დაშავებულებს შორის ერთი არასრულწლოვანია, რომელსაც ყურის მიდამოში აქვს დაზიანება, თუმცა, კონტაქტურია და მძიმე დაზიანება არ აქვს", - განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.

ქვემო ფონიჭალაში, აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსიდან მოსახლეობა გამოჰყავთ - შშმ პირის ინფორმაციით, გუშინ ღამით ცდილობდა ბუნებრივი აირის ჩართვას, თუმცა ვერ შეძლო და სავარაუდოდ, მილი ღია დატოვა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არჩილ გორდულაძე: წლების განმავლობაში უფრო და უფრო მძიმდებოდა გამოყენებული ძალადობრივი საშუალებები რათა დამხობილიყო კონსტიტუციური წყობილება, ამის კულმინაცია იყო უკვე ღიად გამოცხადებული დამხობის მცდელობა, 2025 წლის 4 ოქტომბერს
კახა კალაძე: საშინელი ტრაგედია დატრიალდა. მინდა, მივუსამძიმრო გარდაცვლილების ოჯახის წევრებს, ახლობლებს, სრულიად საქართველოს. ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი
პრეზიდენტი: გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, დაშავებულებს კი სრულ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ
უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამებაში მსჯავრდებულ ალექსანდრე მუხაძეს - „ქილერას“ 14 წლით პატიმრობა განუსაზღვრა
კახა კალაძე - 28 ოჯახი დროებით სასტუმროშია გადაყვანილი. შემდეგ ეტაპზე ჩვენ მოვახდენთ უზრუნველყოფას, რომ ვიქირაოთ საცხოვრებელი სახლები მათთვის, რომ არანაირი პრობლემა არ შეექმნათ. რაც შეეხება საბოლოო გადაწყვეტას, რა თქმა უნდა, აუცილებელი იქნება აღნიშნული სახლის დემონტაჟი და ახალი პროექტის განხორციელება
არქივი