კახა კალაძე ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებაზე: მობილიზებული გვაქვს სასტუმროები, უკვე ყველაფერი უზრუნველყოფილია. თუ აუცილებლობა იქნება, მთლიანად კორპუსის მოსახლეობას, 90-ვე ოჯახს დავაბინავებთ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 19 ნოემბერი 2026, 12:47

საჭიროების შემთხვევაში ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსის მოსახლეობას დროებით სასტუმროებში დააბინავებენ. ამის შესახებ შემთხვევის ადგილზე დედაქალაქის მერმა ჟურნალისებს განუცხადა

„მუნიციპალური ლაბორატორია ახორციელებს მთლიანად საცხოვრებელი კორპუსის შესწავლას მდგრადობასთან დაკავშირებით. მობილიზებული გვაქვს სასტუმროები, დროებით, უკვე ყველაფერი უზრუნველყოფილია, თუ აუცილებლობა იქნება, მთლიანად კორპუსის მოსახლეობას, 90-ვე ოჯახს დავაბინავებთ. თუ ამის საჭიროება იქნება, ეს გვეცოდინება შემოწმების შემდეგ, როდესაც მუნიციპალური ლაბორატორია დაამთავრებს სამუშაოებს. ამის შემდეგ გვეცოდინება, რამდენი ოჯახის გადაყვანა იქნება შესაძლებელი", - განაცხადა კახა კალაძემ.

შინაგან საქმეთა მინისტრის, სულხან თამაზაშვილის ინფორმაციით, კორპუსიდან მოსახლეობა ევაკუირებულია, მიმდინარეობს სამაშველო ღონისძიება და შვიდი პირის ძებნა, რომელთა შორის სამი მცირეწლოვანი ბავშვია. მისივე განცხადებით, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად შენობის ნგრევის რეალური საფრთხე არსებობს, რადგან საყრდენი კედელი გადაიხარა.

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის ინფორმაციით კი, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანია ჰოსპიტალიზებული, მათგან ერთ-ერთი მცირეწლოვანია.

ქვემო ფონიჭალაში, აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსიდან მოსახლეობა გამოჰყავთ - შშმ პირის ინფორმაციით, გუშინ ღამით ცდილობდა ბუნებრივი აირის ჩართვას, თუმცა ვერ შეძლო და სავარაუდოდ, მილი ღია დატოვა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დონალდ ტრამპი – უკრაინის ომი ჩვენზე არ მოქმედებს, სინამდვილეში, შეიძლება ითქვას, ამით ბევრ ფულს ვშოულობთ
თორნიკე ჭეიშვილი: 1999 წლიდან დღემდე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ, საერთო ჯამში დარღვევა დადგენილია 284 საჩივარზე, რომელთაგან, დაახლოებით 80 პროცენტი ეხება 2004-2012 წლებში მომხდარ ფაქტებს
სულხან თამაზაშვილი ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებაზე: მიმდინარეობს შვიდი პირის ადგილსამყოფელის დადგენა, შვიდი პირია უგზო-უკვლოდ დაკარგული, მათ შორის სამი მცირეწლოვანი ბავშვია
გიორგი ვოლსკი ეროვნული ნაკრებისა და მამარდაშვილის მიმართ სააკაშვილის ბრალდებაზე: რაც შეეხება სააკაშვილის მცდელობას, ისევე, როგორც მისი გუნდის და ზოგადად კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მცდელობას - ფასეული არაფერი არ უნდა ჰქონდეს ერს ზოგადად, ყველაფერი უნდა გარყვნან, ყველაფერს ტალახი უნდამიასხ-მოასხან
თორნიკე ჭეიშვილი: მოპასუხე რეალურად ვერ აცნობიერებს, ან ძალიან მიზანმიმართულად აკნინებს კონსტიტუციური პრინციპების მნიშვნელობას. მათთვის ჩალის ფასი აქვს სახელმწიფო სუვერენიტეტს და კონსტიტუციურ წესრიგს
არქივი