სი ძინპინი - ჩინეთმა, რუსეთმა და აშშ-მა ერთობლივად უნდა უზრუნველყონ მსოფლიო მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 19 ნოემბერი 2026, 14:23

კაცობრიობა ცხოვრობს ერთ გლობალურ სოფელში, სადაც დიდ სახელმწიფოებს განსაკუთრებული პასუხისმგებლობები აკისრიათ, - ამის შესახებ ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებთან სამმხრივ შეხვედრაზე განაცხადა.

„კაცობრიობა ცხოვრობს ერთ გლობალურ სოფელში, სადაც ყველა ადამიანის ბედი ერთმანეთთან არის დაკავშირებული. ჩვენ ერთად ვვითარდებით ან ვიტანჯებით, რადგან ერთიანი მომავლის მქონე საზოგადოებას წარმოვადგენთ“, - განაცხადა სი ძინპინმა.

მისი თქმით, ურთიერთპატივისცემა წამყვან სახელმწიფოებს შორის ურთიერთობების ძირითადი პრინციპია.

„ურთიერთპატივისცემა დიდ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობის უმთავრესი პრინციპია“, - აღნიშნა სი ძინპინმა.

მისი თქმით, ჩინეთმა, რუსეთმა და შეერთებულმა შტატებმა ერთობლივად უნდა უზრუნველყონ მსოფლიო მშვიდობა და სტაბილურობა.

„ჩინეთმა, რუსეთმა და შეერთებულმა შტატებმა გლობალურ გამოწვევებთან გასამკლავებლად თანამშრომლობის მაგალითი უნდა აჩვენონ, ერთობლივად უნდა უზრუნველყონ მსოფლიო მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება და უფრო მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ კაცობრიობის პროგრესში“, - აღნიშნა ჩინეთის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, აშშ-ის, ჩინეთისა და რუსეთის პრეზიდენტები, დონალდ ტრამპი, სი ძინპინი და ვლადიმერ პუტინი, ჩინეთის ქალაქ შენჭენში აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) სამიტის ფარგლებში შეხვედრას მართავენ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ფონიჭალაში, კორპუსის ნანგრევებიდან ბავშვი ამოიყვანეს. ის სასწრაფო დახმარების მანქანით კლინიკაში გადაიყვანეს
არჩილ გორდულაძე: რაც ნიკა გვარამიამ იკადრა, ეს არის მათი დამოკიდებულება ქვეყნის მიმართ, რაც არ მოსწონთ და მათთვის მიუღებელია, „ქვა ქვაზე ნუ დარჩენილა“ - მეტი რანაირად უნდა დაამტკიცონ, რომ ასაკრძალავები არიან
ცოტნე ანანიძე: საზოგადოება კარგად ხედავს, სად გადის ზღვარი გულწრფელ წუხილსა და პოლიტიკურ სპეკულაციას შორის
ნიკა გვარამია: ტყუილების მომგონებელი ტელევიზიის კარგი რატომ უნდა მიხაროდეს და ცუდი რატომ უნდა მწყინდეს - ტელეკომპანია „იმედი“ და „პოსტივი“ რატომ არის თავისუფალი სიტყვა, რუსული პროპაგანდის და „ქართული ოცნების“ ჩვეულებრივი რუპორია
თბილისის მერია ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაზიანებულ კორპუსში მცხოვრებ 28 ოჯახს სასტუმროებში გადაიყვანს
არქივი