არჩილ გორდულაძე: რაც ნიკა გვარამიამ იკადრა, ეს არის მათი დამოკიდებულება ქვეყნის მიმართ, რაც არ მოსწონთ და მათთვის მიუღებელია, „ქვა ქვაზე ნუ დარჩენილა“ - მეტი რანაირად უნდა დაამტკიცონ, რომ ასაკრძალავები არიან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 19 ნოემბერი 2026, 17:05

რაც ნიკა გვარამიამ იკადრა, ეს არის მათი დამოკიდებულება ქვეყნის მიმართ, რაც არ მოსწონთ და მათთვის მიუღებელია, „ქვა ქვაზე ნუ დარჩენილა“ , - განუცხადა ჟურნალისტებს იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით.

არჩილ გორდულაძის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ მათთვის ადამიანის უფლებებს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს.

„რაც დღეს ვნახეთ არაკონსტიტუციური პარტიების განცხადებებიდან თავისუფალი მედიის სანქცირებასთან დაკავშირებით, ეს არის ფსევდოლიბერალური ფაშიზმის კლასიკური გამოვლინება. აი ხომ ამბობენ ხოლმე - ჩვენთვის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება უმნიშვნელოვანესია და ჩვენ პატივს ვცემთ იმ აზრსაც, ვიბრძოლებთ იმ აზრისთვის, რაც არ უნდა მიუღებელი იყოს. აღარ ვაკადრებ საზოგადოებას, რაც ნიკა გვარამიამ იკადრა და რა განცხადებაც გააკეთა, რა დაემართოს თავისუფალ მედიასო. ეს არის ზუსტად მათი დამოკიდებულება ქვეყნის, ადამიანის უფლებების მიმართ - რაც არ მოსწონთ, მათთვის რაც მიუღებელია, თუნდაც ქვა ქვაზე ნუ დარჩენილა, მიუხედავად იმისა, რომ ეს არის სრული სიმართლე და ჭეშმარიტება.

კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ მათთვის ადამიანის უფლებებს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, არც დასაბუთებას, ისინი ყოველთვის გარეთ იყურებიან და გარედან რასაც გადაწყვეტენ, იმის უფლებაც კი არა აქვთ, რომ ხმა ამოიღონ და რაღაც თქვან ამის საწინააღმდეგო - პირიქით, მოხარული არიან თავისუფალ სიტყვასა და დემოკრატიაზე, გამოხატვის თავისუფლებაზე თავდასხმისთვის. მეტად რანაირად უნდა დაამტკიცონ ამ ადამიანებმა, ამ პარტიებმა, რომ ასაკრძალავები არიან, ალბათ წარმოუდგენელია“, - აცხადებს არჩილ გორდულაძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ცოტნე ანანიძე თორნიკე რაზმაძეზე: საზოგადოება კარგად ხედავს, სად გადის ზღვარი გულწრფელ წუხილსა და პოლიტიკურ სპეკულაციას შორის
ნიკა გვარამია: ტყუილების მომგონებელი ტელევიზიის კარგი რატომ უნდა მიხაროდეს და ცუდი რატომ უნდა მწყინდეს - ტელეკომპანია „იმედი“ და „პოსტივი“ რატომ არის თავისუფალი სიტყვა, რუსული პროპაგანდის და „ქართული ოცნების“ ჩვეულებრივი რუპორია
თბილისის მერია ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაზიანებულ კორპუსში მცხოვრებ 28 ოჯახს სასტუმროებში გადაიყვანს
ინგოროყვას კლინიკა ფონიჭალაში, აფეთქების შედეგად დაშავებულებზე - შემოყვანილია 38 წლის ქალი და მისი 11 წლის შვილი - ბავშვის მდგომარეობა, დედასთან შედარებით, მძიმეა, ის რეანიმაციაშია მოთავსებული
სი ძინპინი - ჩინეთმა, რუსეთმა და აშშ-მა ერთობლივად უნდა უზრუნველყონ მსოფლიო მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება
არქივი