ექიმის ინფორმაციით, ნანგრევებიდან ამოყვანილი ბავშვი ამ ეტაპზე ერთი შეხედვით კონტაქტური და ადეკვატურია, თუმცა ჯერჯერობით იმყოფება კვლევების ქვეშ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 19 ნოემბერი 2026, 18:12

ბავშვი, რომელიც არის დაახლოებით 3 წლის, ამ ეტაპზე ერთი შეხედვით კონტაქტურია და ადეკვატურია, თუმცა ჯერ-ჯერობით იმყოფება კვლევების ქვეშ. უტარდება კომპიუტერული ტომოგრაფია პოლიტრავმის რეჟიმში, - განაცხადა გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ანა დალაქიშვილმა.

მისივე თქმით, ბავშვის მდგომარეობა ერთი შეხედვით დამაკმაყოფილებელია.

„მცირეწლოვანი ბავშვის გარდა ჩვენთან კიდევ ორი დაშავებული იყო შემოყვანილი, დედის მდგომარეობა აბსოლუტურად დამაკმაყოფილებელია და იმყოფება თავის შვილთან, კვლევებიდან გამომდინარე სტაბილური იყო მისი მდგომარეობა. ბავშვის მდგომარეობა შედარებით დამაკმაყოფილებელია, აგრძელებს მკურნალობას ინტენსიურ თერაპიულ განყოფილებაში“, - აღნიშნა ანა დალაქიშვილმა.

შინაგან საქმეთა მინისტრის, სულხან თამაზაშვილის ინფორმაციით, ქვემო ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსიდან მოსახლეობა ევაკუირებულია, მიმდინარეობს სამაშველო ღონისძიება და შვიდი პირის ძებნა, რომელთა შორის სამი მცირეწლოვანია. მისივე განცხადებით, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად შენობის ნგრევის რეალური საფრთხე არსებობს, რადგან საყრდენი კედელი გადაიხარა.

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის ინფორმაციით კი, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანია ჰოსპიტალიზებული, მათგან ერთ-ერთი მცირეწლოვანია.

შშმ პირის ინფორმაციით, გუშინ ღამით ცდილობდა ბუნებრივი აირის ჩართვას, თუმცა ვერ შეძლო და სავარაუდოდ, მილი ღია დატოვა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 2026 წლის 22 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა
არჩილ გორდულაძე: შვილის მკვლელობის საქმეზე ჭეშმარიტების დადგენისთვის ბრძოლა გახდა მიზეზი, რომ იური ვაზაგაშვილი ზურაბ ვაზაგაშვილის საფლავზე აეფეთქებინათ
პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
პროკურატურის მტკიცებულებების საფუძველზე, ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
არჩილ გორდულაძე: ფრაზა „ბრძოლა ბოლომდე“ შეიძლება პოზიტიურიც კი იყოს, მაგრამ ამ სიტყვებს როდესაც წინამძღვრად აქვს, რომ 4 ოქტომბერი ცხადდება მშვიდობიანი დამხობის დღედ, ეს უკვე ძალადობრივი გზით კონსტიტუციური წყობილების დამხობის მხარდაჭერაა
არქივი