თემურ მღებრიშვილი – ძებნა-შველის ღონისძიებები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, ვითარებას ართულებს ის, რომ ძალიან მცირე ფრაგმენტებად ჩახერგილია ნაშალი მასალა, ისევ გამოწვევად რჩება საფრთხე ხელახალი ნგრევის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 19 ნოემბერი 2026, 19:06

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილის განცხადებით, ფონიჭალაში, სადაც აფეთქების შედეგად საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა, ძებნა-შველის ღონისძიებები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

მისივე თქმით, სამძებრო სამუშაოებს ართულებს ის, რომ ხელახალი ნგრევის საფრთხე ჯერ კიდევ არსებობს.

„ვითარებას ართულებს ის, რომ ძალიან მცირე ფრაგმენტებად ჩახერგილია, ჩამოშლილია ნაშალი მასალა. ამასთან ერთად, რაც ისევ გამოწვევად რჩება, ეს არის საფრთხე ხელახალი ნგრევის. შესაბამისი აღჭურვილობები განთავსებული გვაქვს შენობის ტერიტორიაზე, ვაკვირდებით ამ პროცესებსაც, თუმცა კონტაქტზე ჯერ არავინ გამოსულა. სადაც ბავშვი იყო ნაპოვნი, ზუსტად იმ კვადრატში მიმდინარეობს ამ წუთას დამატებითი ძალების მობილიზებით გადამოწმება ტერიტორიის, იმედს არ ვკარგავთ“,- განაცხადა მღებრიშვილმა.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ ფონიჭალაში ნანგრევებიდან მაშველებმა მცირეწლოვანი გოგონა ამოიყვანეს. ბავშვი სასწრაფო დახმარების მანქანით კლინიკაში გადაიყვანეს.

ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში დღეს გაზის აფეთქებას ნგრევა მოჰყვა. უბედური შემთხვევის შედეგად დაშავებული ოთხი ადამიანი კლინიკებშია გადაყვანილი, ხოლო ექვსის სამძებრო-სამაშველო ღონისძებები მიმდინარეობს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ფონიჭალაში მაშველებმა ნანგრევებიდან კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს
მაშველებმა ნანგრევებიდან ქალის და ბავშვის ცხედარი ამოიყვანეს
ვარლამ ლიპარტელიანი სააკაშვილზე: პირადად ჩემთვის წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება არ გიყვარდეს შენი ქვეყანა, როგორ შეიძლება პატივს არ სცემდე შენს სპორტსმენებს, ადამიანებს, რომლებსაც უამრავი სიხარული და ბედნიერების განცდა აქვთ მოტანილი ჩვენი ქვეყნისთვის
ექიმის ინფორმაციით, ნანგრევებიდან ამოყვანილი ბავშვი ამ ეტაპზე ერთი შეხედვით კონტაქტური და ადეკვატურია, თუმცა ჯერჯერობით იმყოფება კვლევების ქვეშ
არჩილ გორდულაძე: შსს-ს, იუსტიციის სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ერთობლივად რომ არ ემუშავათ, უმთავრესი მტკიცებულება-ისკანდერის ნაწილები, წარდგენილი არ იქნებოდა. შესაბამისად, არსებობდა რისკი, რომ საქართველო სტრასბურგის სასამართლოში დამარცხებულიყო
არქივი