1
19 ნოემბერი 2026, 22:54
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო თბილისში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ ტრაგიკულ აფეთქებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ თბილისში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი ტრაგიკული აფეთქების გამო. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ოჯახებს, რომლებმაც საყვარელი ადამიანები დაკარგეს და ჩვენი ფიქრებით ამ ტრაგედიით დაზარალებული ყველა ადამიანის გვერდით ვართ. დაშავებულებს სწრაფ და სრულ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |