მიხეილ სარჯველაძე - ორი ბავშვის მდგომარეობა ნორმალურია. არავითარი რთული და სახიფათო დაზიანება მათ არ მიუღიათ. ფსიქოლოგის მხარდაჭერა იქნება საჭირო თუ ნებისმიერი სხვა, ბუნებრივია, რომ ამ ყველაფერს უზრუნველვყოფთ, მაქსიმალურად მხარში დავუდგებით ოჯახებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 19 ნოემბერი 2026, 22:56

ჯანდაცვის მინისტრი ინგოროყვას კლინიკაში იმყოფებოდა. მიხეილ სარჯველაძემ ფონიჭალაში, ერთ-ერთ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებულები მოინახულა.

მისი თქმით, კლინიკაში მოთავსებული ბავშვების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„პირველ რიგში, მინდა გარდაცვლილების ოჯახებს სამძიმარი გამოვუცხადო. ეს ძალიან დიდი ტრაგედიაა. რაც შეეხება საავადმყოფოში მყოფ პირებს, განსაკუთრებით, ბავშვებს, მათი მდგომარეობა ნორმალურია. საბედნიეროდ, აქ მყოფი ორი ბავშვის მდგომარეობა ნორმალურია. არავითარი რთული და სახიფათო დაზიანება მათ არ მიუღიათ. ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან მაინც და ასეც გაგრძელდება, ყველა საჭიროება, რომელიც შეიძლება წარმოექმნათ, იქნება უზრუნველყოფილი.

სამედიცინო დაწესებულებები მზადაა იმისთვის, რომ ვისაც დასჭირდება მხარდაჭერა, იყოს უზრუნველყოფილი. რაც შეეხება ბავშვებს, ფსიქოლოგის მხარდაჭერა იქნება საჭირო თუ ნებისმიერი სხვა, ბუნებრივია, რომ ამ ყველაფერს უზრუნველვყოფთ, მაქსიმალურად მხარში დავუდგებით ოჯახებს“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მისი თქმით, მძიმე რჩება იმ ადამიანის მდგომარეობა, რომლის ბინაშიც აფეთქება მოხდა.

„მისი მდგომარეობა მძიმეა. ძალიან მძიმე დაზიანება აქვს მიღებული სხეულზე. არ მინდა წინასწარ დასკვნები გავაკეთო, ექიმები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ სიცოცხლე გადაარჩინონ. რა გამოვა აქედან, ამას დრო გვაჩვენებს.

ასევე ერთი ქალბატონი იყო მოთავსებული, რომელიც გაეწერა, მას არ ჰქონდა ისეთი დაზიანება, რომელიც მოითხოვდა შემდგომ დაკვირვებას“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დონალდ ტრამპი – პუტინს ვკითხე, შეიჭრებოდა თუ არა უკრაინაში, მე რომ ვყოფილიყავი მაშინ აშშ-ის პრეზიდენტი, მან მიპასუხა, რომ ეს არასოდეს მოხდებოდა
შაკო კუჭაშვილი ნიკო მანაგაძეზე: საკუთარი დედის უარმყოფელი პავლიკა მოროზოვი რა დღეშია, ხედავთ?!
გურამ მაჭარაშვილი: ვითომ პოლიტიკოსები, არასამთავრობო სექტორი ის ხალხია, ვინც ყველაფერს ეძებენ, რათა პოლიტიკური სარგებელი ნახონ, საზოგადოება ყველაფერს ხვდება
ბიძინა გიორგობიანი: 2008 წელს ბორჯომში ტყე რომ დაწვეს რუსულმა ბომბდამშენებმა, ხაზარაძემ თქვა 10 ჰექტარს მე აღვადგენ ჩემი ფულითო, აბა ჩავიდეთ 18 წლის შემდეგ, 10 ხე თუ დარგო ვინმემ
ნინო წილოსანი ევროკავშირის ახალი წევრებისთვის 10-წლიანი გამოსაცდელი ვადის დაწესებაზე: ბრიუსელის ასეთი დამოკიდებულება დამამცირებელია ახალი წევრების მიმართ
არქივი