თემურ მღებრიშვილი: ურთულეს პირობებში უწევთ მუშაობა მეხანძრე-მაშველებს. აქ არის ორი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი. ეს არის განმეორებითი ნგრევის საფრთხე. პარალელურად, ძალიან მცირე მონაკვეთში ჩამოშლილია ფაქტობრივად ხუთი სართულის ნაშალი მასალა, რაც გარკვეულწილად ართულებს სამძებრო-სამაშველო ღონისძიებას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 20 ნოემბერი 2026, 01:33

ხუთი ცხედარია გამოსვენებული შენობის ნანგრევებიდან და სამი წლის გოგონა, რომელიც მეხანძრე-მაშველების თავდაუზოგავი შრომის შედეგად უვნებლად არის გამოყვანილი. ამ დროისთვისაც გრძელდება ერთი ადამიანის სამძებრო-სამაშველო ღონისძიება, - განაცხადა  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა თემურ მღებრიშვილმა.

„ურთულეს პირობებში უწევთ მუშაობა მეხანძრე-მაშველებს. აქ არის ორი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი. ეს არის განმეორებითი ნგრევის საფრთხე და პარალელურად, ის მძიმე ნგრევა, რაც გამოწვეულია აფეთქების შედეგად, ძალიან მცირე მონაკვეთში ჩამოშლილია ფაქტობრივად ხუთი სართულის ნაშალი მასალა, რაც გარკვეულწილად ართულებს სამძებრო-სამაშველო ღონისძიებას“, - განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.

მისი თქმით, სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში 150 მეხანძრე-მაშველია ჩართული, მობილიზებულია კინოლოგიური სამსახური, სპეციალური ტექნიკა.

თემურ მღებრიშვილის განცხადებით, მიმდინარეობს იმ პერიმეტრის მოსუფთავება, სადაც, სავარაუდოდ, კიდევ ერთი დაზარალებული იმყოფება.

„შანსი არსებობს [არასრულწლოვანი ცოცხალი ვიპოვოთ], გამომდინარე იქიდან, რომ არის ამის ლოგიკური თეორიული შანსი. გვაქვს იმედი“, - განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ფონიჭალაში მაშველებმა ნანგრევებიდან მეექვსე ადამიანის ცხედარიც ამოიყვანეს, ადგილზე სამაშველო ღონისძიებები დასრულებულია
მიხეილ სარჯველაძე - ორი ბავშვის მდგომარეობა ნორმალურია. არავითარი რთული და სახიფათო დაზიანება მათ არ მიუღიათ. ფსიქოლოგის მხარდაჭერა იქნება საჭირო თუ ნებისმიერი სხვა, ბუნებრივია, რომ ამ ყველაფერს უზრუნველვყოფთ, მაქსიმალურად მხარში დავუდგებით ოჯახებს
ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, განსაკუთრებით მძიმეა იმ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლის ბინაშიც აფეთქება მოხდა
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ თბილისში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი ტრაგიკული აფეთქების გამო
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის მონაწილეობის გარეშე უკრაინასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს არ მიიღებს
არქივი