არჩილ გორდულაძე: შვილის მკვლელობის საქმეზე ჭეშმარიტების დადგენისთვის ბრძოლა გახდა მიზეზი, რომ იური ვაზაგაშვილი ზურაბ ვაზაგაშვილის საფლავზე აეფეთქებინათ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 20 ნოემბერი 2026, 17:54

გამომძიებელი გიორგი სოსანაშვილი მეტსახელად „ბოღმა“, 1997 წლიდან მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სხვადასხვა თანამდებობაზე, მუშაობის პერიოდში მას ახლო ურთიერთობა ჩამოუყალიბდა ეგრეთწოდებული კორტების სპეცოპერაციაში მონაწილე სამართალდამცველების მიმართ და „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ გადაწყვიტა, იური ვაზაგაშვილის განსაკუთრებული სისასტიკით მოკვლა,- განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ.

გორდულაძის განცხადებით, მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილის მამა, წლების განმავლობაში მოითხოვდა ჭეშმარიტების დადგენას, სამართალდამცავების მკაცრად დასჯასა და სამართლიანობის აღდგენას, რისთვისაც 2009 წელს თანამებრძოლებთან ერთად საზოგადოებრივი ორგანიზაციაც დააფუძნა, სწორედ ეს ბრძოლა კი შვილის საფლავზე მისი აფეთქების მიზეზი გახდა.

„აფეთქებული იური ვაზაგაშვილი, არის მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილის მამა, წლების განმავლობაში მოითხოვდა, რომ შვილის მკვლელობის საქმეზე დადგენილიყო ჭეშმარიტება, სამართალდამცავების მკაცრად დასჯასაც მოითხოვდა, სამართლიანობის აღდგენასაც ითხოვდა, რისთვისაც მან 2009 წელს თანამებრძოლებთან ერთად, საზოგადოებრივი ორგანიზაციაც დააფუძნა. ბრძოლა მისი შვილის მკვლელობის საქმეზე ჭეშმარიტების დადგენის მიზნით მიზეზი გახდა იმისა, რომ მოკლულის შვილის საფლავზე აეფეთქებინათ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის სამხარეო, მთავარი სამმართველოს, წალკის სამმართველოს პოლიციის განყოფილების დეტექტივის თანაშემწე, გამომძიებელი გიორგი სოსანაშვილი მეტსახელად „ბოღმა“, 1997 წლიდან მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სხვადასხვა თანამდებობაზე, მუშაობის პერიოდში მას ახლო ურთიერთობა ჩამოუყალიბდა ეგრეთწოდებული კორტების სპეცოპერაციაში მონაწილე სამართალდამცველების მიმართ და „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ გადაწყვიტა, იური ვაზაგაშვილის განსაკუთრებული სისასტიკით მოკვლა, რითაც მისი წარმოდგენით ნაცნობ სამართალდამცავებს თავიდან ააცილებდა სამართლებრივ პასუხისმგებლობებს. 2015 წლის 18 იანვრიდან, 20 იანვრამდე დროის პერიოდში გიორგი სოსანაშვილმა, გადააადგილა ზურაბ ვაზაგაშვილის საფლავის ქვასთან მისასვლელი ფილა, და მის ქვეშ იმგვარი ფორმით დაამონტაჟა მსხვრევადი ყუმბარა, რომ ფილის გამოძრავებას აფეთქება გამოეწვია, 20 იანვარს დაახლოებით 13:20 წუთზე, იური ვაზაგაშვილი მივიდა შვილის საფლავზე, რა დროსაც შენიშნა საფლავის ქვასთან მისასვლელი გადაადგილებული ფილა და შეეცადა მის გასწორებას, რომლის დროსაც ხელყუმბარა აფეთქდა. იური ვაზაგაშვილი ხელყუმბარის აფეთქები მიყენებული მრავლობითი დაზიანების შედეგად წარმოქმნილი ჭრილობებით, გამოწვეული მწვავე სისხლისღვრით ადგილზე გარდაიცვალა. იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეზე, გიორგი სოსანაშვილი 2015 წელს ცნობილი იქნა დამნაშავედ“, - განაცხადა გორდულაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ბერა ივანიშვილი: მთელი საქართველო შეძრა ფონიჭალაში მომხდარმა ტრაგედიამ, რომელსაც 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ვლოცულობთ მათი სულებისთვის, ვუსამძიმრებ საქართველოს ამ უმძიმეს ამბავს
დონალდ ტრამპი – პუტინს ვკითხე, შეიჭრებოდა თუ არა უკრაინაში, მე რომ ვყოფილიყავი მაშინ აშშ-ის პრეზიდენტი, მან მიპასუხა, რომ ეს არასოდეს მოხდებოდა
შაკო კუჭაშვილი ნიკო მანაგაძეზე: საკუთარი დედის უარმყოფელი პავლიკა მოროზოვი რა დღეშია, ხედავთ?!
გურამ მაჭარაშვილი: ვითომ პოლიტიკოსები, არასამთავრობო სექტორი ის ხალხია, ვინც ყველაფერს ეძებენ, რათა პოლიტიკური სარგებელი ნახონ, საზოგადოება ყველაფერს ხვდება
ბიძინა გიორგობიანი: 2008 წელს ბორჯომში ტყე რომ დაწვეს რუსულმა ბომბდამშენებმა, ხაზარაძემ თქვა 10 ჰექტარს მე აღვადგენ ჩემი ფულითო, აბა ჩავიდეთ 18 წლის შემდეგ, 10 ხე თუ დარგო ვინმემ
არქივი