„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ პოლიტიკური მდივანი ბიძინა გიორგობიანი სოციალურ ქსელში ეხმიანება ბიძინა ივანიშვილის ოჯახის გადაწყვეტილებას, რომ ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაზარალებულ 28 ოჯახს საცხოვრებელ ბინებს შეუძენენ.
როგორც გიორგობიანი წერს, ასეთი ინფორმაციის წაკითხვის შემდეგ ჩნდება მადლიერების გრძნობა, თუმცა აქვე ჩნდება კითხვა, სხვა შეძლებულ ადამიანებს რატომ არ უჩნდებათ მსგავსი ქველმოქმედების სურვილი?
„მე მგონი ამ ინფორმაციის წაკითხვისას ყველა მოქალაქეს გაუჩნდება მადლიერების გრძნობა (პათოლოგიურ ნაცისტებს არ ვთვლი), მაგრამ აქვე ჩნდება კითხვა, სხვა შეძლებულ ადამიანებს რატომ არ უჩნდებათ მსგავსი ქველმოქმედების სურვილი? გასაგებია, რომ ბიზნესს არ უყვარს თავგადასავლები და საქართველოში ყველა რისკი, რაც პოლიტიკასთანაა დაკავშირებული, ქართველ ბიზნესმენებს ბიძინა ივანიშვილისთვის აქვთ გადაბარებული ასეთი მორალით - “თქვენ მაგარი ხართ და თქვენ მიხედეთ”. მაგრამ რა უჭირთ მათ, ასეთი ტრაგედიისას ერთხელ თვითონაც გააკეთონ პირველმა მსგავსი საქმე? მახსოვს 2008 წელს ბორჯომში (სოფელ დაბასთან) ტყე რომ დაწვეს რუსულმა ბომბდამშენებმა ხაზარაძემ თქვა 10 ჰექტარს მე აღვადგენ ჩემი ფულითო, აბა ჩავიდეთ 18 წლის შემდეგ 10 ხე თუ დარგო ვინმემ. ასეთი “კონკურენციის” პირობებში უნდათ ცხოვრება“, - აღნიშნავს ბიძინა გიორგობიანი.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |