ლადო სადღობელაშვილი: მართლაც რთულია ბიძინა ივანიშვილს და მის გუნდს უწოდო უღმერთო, თანაც იმის ფონზე, რაც მათ ცალკეულად თუ ერთობლივად აქვთ გაკეთებული ჩვენი დედაეკლესიისთვის და სრულიად საქართველოს საპატრიარქოსთვის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 21 ნოემბერი 2026, 20:29

ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში მეუფე სტეფანეს ქადაგებას ეხმიანება.

კერძოდ, მეუფემ აღნიშნა: „მე ვერ ვიტყვი, რომ ჩვენი მთავრობა არის ურწმუნო და მთავრობა უნდა წავიდეს, ვინ მოვა მერე, არ ვიცი.“ სადღობელაშვილი მეუფის ამ განცხადებაზე აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილისა და მისი გუნდისთვის უღმერთოს წოდება რთულია იმ საქმის გათვალისწინებით, რაც მათ ქართული ეკლესიისა და საპატრიარქოსთვის აქვთ გაკეთებული.

სადღობელაშვილის შეფასებით, დღევანდელი ხელისუფლების პირობებში ეკლესიას აქვს სახელმწიფო მხარდაჭერა, ფინანსური ხელშეწყობა და პატივისცემა, რაც წინა ხელისუფლების დამოკიდებულებისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

მისივე თქმით, რთულია არსებული ოპოზიციური სპექტრი ანდა მისი რაღაც ნაწილი მოიაზრო “ქართული ოცნების” შემცვლელად, თუ ანგაჟირებული ან იდეურად ეკლესიის მტერი არ ხარ.

„მართლაც რთულია ბიძინა ივანიშვილს და მის გუნდს უწოდო უღმერთო, თანაც იმის ფონზე, რაც მათ ცალკეულად (ქართუ ფონდის ხელშეწყობით) თუ ერთობლივად აქვთ გაკეთებული ჩვენი დედაეკლესიისთვის და სრულიად საქართველოს საპატრიარქოსთვის! ზოგადად, მართლმადიდებლობის გასაძლიერებლად საქართველოში…
დღეს მართლმადიდებელი ბერ-მონაზვნობა წელში გამართულია, არც მანქანა აკლიათ, არც “ხელფასი”, არც მდიდარი შემომწირველი და არც პატივისცემა თუ აზრის გათვალისწინება! დიდძალი მიწა არის გადაცემული საპატრიარქოს განკარგულებაში, დაფინანსებაზე, სახელმწიფო ხელშეწყობაზე და სიტუაციურ გვერდით დგომაზე აღარაფერს ვამბობ… ბრმა უნდა იყო რომ ვერ დაინახო განსხვავება წინა და ამჟამინდელ მთავრობებს შორის! არც ეკლესიებს ანგრევენ, არც ჯვრების დემონტაჟით არიან დაკავებული, რასაც ვერ ვიტყვით წინა ხელისუფალზე რომელსაც შინაგანად სძულდა სასულიერო პირები და ყველაფერი ქართული! გაიხსენეთ რა მიდგომები და მოწოდებების მომსწრენი ვიყავით ბოკერიას, უგულავას, რამიშვილ-თუთბერიძესგან! სხვათა შორის, არც დღეს აკლებენ ეს პერსონები და მათი სულიერი შვილები პატრიარქს, მეუფეებს და ცალკეულ მღვდლებს “ტკბილ” სიტყვას! (გაიხსენეთ რამდენიმე თვის წინ რა ეპითეტებით ამკობდნენ პატრიარქის არჩევნებზე მეუფეებს… !)
და ყოველივე ამის გათვალისწინებით, როგორ შეიძლება მორწმუნე, პატრიოტმა ქართველმა ისურვოს ხელისუფლების ცვლილება? რის ფონზე? რატომ?
რთულია არსებული ოპოზიციური სპექტრი ანდა მისი რაღაც ნაწილი მოიაზრო “ქართული ოცნების” შემცვლელად, თუ ანგაჟირებული ან იდეურად ეკლესიის მტერი არ ხარ! როგორ შეიძლება სააკაშვილი, გვარამია, ხაზარაძე, გახარია, ხოშტარია ანდა გირჩი ჯაფარა უფრო მისაღები იყოს, ვიდრე ივანიშვილი, კობახიძე, პაპუაშვილი? გულწრფელად ვამბობ - არ მესმის!“- წერს სადღობელაშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გორდულაძე გახარიას პარტიის წარმომადგენელს: თქვენი პარტიის წარმომადგენლები „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად 4 მუნიციპალიტეტში თვითმმართველობის გადარჩენას ცდილობდნენ, დამხობის პოლიტიკურ შედეგებს ელოდებიან, ჩვენი გუნდის წევრები კი ჩვენთან ერთად მყარად დგანან და ამ ქვეყნის სუვერენიტეტის გაძლიერებისთვის იბრძვიან
არჩილ გორდულაძე: ნარკორეალიზატორების მიმართ ჩვენი დამოკიდებულება უმკაცრესია
თორნიკე ჭეიშვილი - განხილვებმა რაც უფრო მეტი დინამიკა შეიძინა, აბსურდული განცხადებების მთელი კასკადი სულ უფრო და უფრო მეტად ინტენსიურ ხასიათს იძენს
მეუფე იობი - ჩემი სურვილი და მოთხოვნაც არის, რომ ჩვენი ხელისუფალი იყოს ეკლესიური - რამდენჯერ მინახავს, მის უწმინდესობა ილია მეორეს დამწუხრებით უთქვამს, რატომ არ მეკითხებიან, რატომ არ მესაუბრებიან, მათზე ნაკლებად არ მტკივა ქვეყანაზე გულიო
ბერა ივანიშვილი: მთელი საქართველო შეძრა ფონიჭალაში მომხდარმა ტრაგედიამ, რომელსაც 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ვლოცულობთ მათი სულებისთვის, ვუსამძიმრებ საქართველოს ამ უმძიმეს ამბავს
არქივი