თორნიკე ჭეიშვილი: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ნამდვილად არის ის ინსტანცია, სადაც „კოლექტიურ ნაცმოძრაობასა“ და მის ანასხლეტებს არაერთხელ დაუცდათ ფეხი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 21 ნოემბერი 2026, 21:36

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ნამდვილად არის ის ინსტანცია, სადაც „კოლექტიურ ნაცმოძრაობასა“ და მის ანასხლეტებს არაერთხელ დაუცდათ ფეხი, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე თორნიკე ჭეიშვილმა.

ჭეიშვილის თქმით, რამდენჯერაც ისინი შეეცადნენ, რომ აღნიშნული საერთაშორისო ინსტანცია გამოეყენებინათ, ტრადიციულად იმდენჯერ ფიასკოთი დამთავრდა მათი ეს მცდელობა.

„უპირველესად, უნდა დავიწყოთ იმით, რომ ვიდრე გადაწყვეტილება არ არის ამ საკითხთან დაკავშირებით, მითუმეტეს ჩვენი მხრიდან, აბსოლუტურად არ არის რელევანტური, არც არის სწორი და კორექტული, ვისაუბროთ რაღაც შემდგომ პერსპექტივებზე, სად ვინ რას გაასაჩივრებს თუ ა.შ.

ზოგადად, სტრასბურგთან მიმართებით ერთს გეტყვით, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ნამდვილად არის ის ინსტანცია, სადაც „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ არაერთხელ დაუცდა ფეხი. „ნაცმოძრაობას“ და მის ანასხლეტებს. რამდენჯერაც ისინი შეეცადნენ, რომ აღნიშნული საერთაშორისო ინსტანცია გამოეყენებინათ, ტრადიციულად იმდენჯერ ფიასკოთი დამთავრდა მათი ეს მცდელობა.

ერთი აუცილებლად უნდა გავიხსენოთ სტატისტიკასთან მიმართებით, საქმეთა 80 პროცენტი, რომელზეც სტრასბურგის სასამართლოს აქვს საქართველოსთან მიმართებით დარღვევა დადგენილი, სწორედაც უკავშირდება იმ პერიოდს, როდესაც 2004-12 წლებში „ნაცმოძრაობის“ რეჟიმი ფლობდა ხელისუფლებას“, - აღნიშნა მან გადაცემის სტუდიაში დასმული კითხვის პასუხად.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრეზიდენტმა გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით 232 პირი შეიწყალა
შსს – „პირველი ამბების“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ბათუმში კორპუსის საყრდენი კედლები ჩამოინგრა, არის სიცრუე და ემსახურება პანიკის გამოწვევას
ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს
ირაკლი კირცხალია - სამწუხაროდ, ევროკავშირის დღევანდელი ბიუროკრატია და პოლიტიკური ელიტები საბჭოთა მიდგომებს აჯობებენ თავიანთი მიდგომებით წევრი თუ კანდიდატი ქვეყნების მიმართ
ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე
არქივი