დავით ჩიხელიძე: მესმის, გაზის დროებითი გათიშვა მოსახლეობისთვის გარკვეულ დისკომფორტს შექმნის, თუმცა, ამ სამუშაოების მნიშვნელობა სწორედ იმაშია, რომ ათასობით ოჯახს შესაძლებლობა ექნება, ზამთარს მშვიდად, თბილად და კომფორტულად შეხვდეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 22 ნოემბერი 2026, 14:19

საქართველოში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, რომლის დასრულების შემდეგ ათასობით ოჯახისთვის საიმედო და უსაფრთხო გაზმომარაგება იქნება უზრუნველყოფილი, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ექსპერტი დავით ჩიხელიძე წერს.

მისი განცხადებითვე, სამუშაოების შესრულების პროცესში მოსახლეობის ნაწილს ბუნებრივი აირის მიწოდება დროებით, 24-25 ნოემბერს შეუწყდება.

„მესმის, გაზის დროებითი გათიშვა მოსახლეობისთვის გარკვეულ დისკომფორტს შექმნის, თუმცა ამ სამუშაოების მნიშვნელობა სწორედ იმაშია, რომ ათასობით ოჯახს შესაძლებლობა ექნება, ზამთარს მშვიდად, თბილად და კომფორტულად შეხვდეს. ახალი, 20-კილომეტრიანი მონაკვეთის მოქმედ მაგისტრალთან მიერთება გაზმომარაგების სისტემას კიდევ უფრო საიმედოს გახდის და ავარიული გათიშვების რისკებს მნიშვნელოვნად შეამცირებს.

მნიშვნელოვანია, რომ ასეთი პროექტები მხოლოდ ინფრასტრუქტურის განახლება არ არის. ეს არის ზრუნვა ადამიანებზე, მათ ყოველდღიურ საჭიროებებზე და რეგიონების განვითარებაზე. ძლიერი ინფრასტრუქტურა ნიშნავს კომფორტულ ცხოვრებას იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ქალაქებსა და სოფლებში ცხოვრობენ. სწორედ ასეთი ნაბიჯებით იქმნება უკეთესი პირობები რეგიონებში მცხოვრები ათასობით ოჯახისთვის“, - წერს სოციალურ ქსელში დავით ჩიხელიძე.

ის ასევე აღნიშნავს, რომ გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება შემდეგი მუნიციპალიტეტების მოსახლეობას:

აღმოსავლეთ საქართველოში: კასპის, გორის, ქარელის, ხაშურისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებს, ასევე დაბა ბაკურიანს.

დასავლეთ საქართველოში: საჩხერის, ჭიათურის, ხარაგაულის, ზესტაფონის, ამბროლაურის, ქუთაისის, წყალტუბოს, ბაღდათის, სამტრედიის, აბაშის, სენაკის, ხობის, ზუგდიდის, წალენჯიხის, ფოთის, ლანჩხუთის, ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებს, აგრეთვე აჭარის რეგიონს. გაზის მიწოდება 24 ნოემბერს 04:00 საათზე შეწყდება, ხოლო გაზმომარაგების აღდგენა 25 ნოემბრის 10:00 საათიდან ეტაპობრივად დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე: ფონიჭალის ტრაგედიის სერბეთის ნოვი სადის რკინიგზის სადგურში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან შედარება განსაკუთრებული ცინიზმია
დავით ქართველიშვილი: ადამიანურ ტრაგედიას ქოცურ-ნაცურ „ბენეფიტებში“ რანაირად განიხილავთ, ერთ დაწერილ წინადადებაში რამდენი უნდა გადაგიხადონ
დავით ჩიხელიძე: ფონიჭალაში უმძიმესი ტრაგედია მოხდა და ნანგრევების ქვეშ მოყოლილ ადამიანებს ჯერ კიდევ ეძებენ, „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ ცდილობს, რომ აფეთქება, რომელიც დაუდევრობამ გამოიწვია, პოლიტიკურ ჭრილში გადაიყვანოს და მომხდარით პოლიტიკური ქულები დაიწეროს
გია აბაშიძე: როცა მაშველები ნანგრევებში ადამიანებს ეძებენ, ოჯახები კი ახლობლების ამბავს ელოდებიან, უსამშობლო „ნაცები“ ამ ტრაგედიას საკუთარი 28 ნოემბრის სამარცხვინო მარშის პრომოსთვის იყენებენ
ეკა სეფაშვილი: როდესაც საქართველომ მიიღო გამჭვირვალობის შესახებ კანონი, იყო ცრუ პროპაგანდა, რომ ეს იყო ევროპული გზიდან გადახვევა და ახლა, ევროპული ქვეყნები ერთმანეთის მიყოლებით იღებენ ამ კანონს
არქივი