სალომე ზურაბიშვილი: მე ვარ იდეალური ყველასთვის. სხვა არჩეული არავინაა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 23 ნოემბერი 2026, 01:41

ვთქვათ, ხვალ ივანიშვილი წავიდა ჩინეთში, სხვა არჩეული არავინ არ არის დღეს. თან მე ვარ იდეალური ყველასთვის, - ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა “ფორმულას” ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ერთ წელიწადში მიღებული უნდა იყოს ყველა ის ზომა, რომელიც საჭიროა ნამდვილი არჩევნების ჩასატარებლად.

“მე არა მხოლოდ მზად ვარ, სხვა არავინ არ არის. ვთქვათ, ხვალ გაქრა, ივანიშვილი წავიდა ჩინეთში თავის შვილთან ერთად. სხვა არჩეული, ლეგიტიმურზე არ დავიწყოთ, ლეგიტიმური, არალეგიტიმური, რამდენად ლეგიტიმური თუ მეხუთე პრეზიდენტი, სხვა არჩეული არავინ არ არის დღეს. თან მე ვარ იდეალური ყველასთვის იმიტომ, რომ 75 წლის გავხდები მალე, დიდი დრო არ გამაჩნია და არც დიდი ამბიცია. მე მაქვს ერთი ამბიცია - ქართული ქარტია. ქარტია არის ერთწლიანი, მერე მეუბნებოდნენ, რომ არა, რატომ ერთი წელი, იყოს ცოტა მეტი. ერთ წელიწადში უნდა შედგეს და მიღებული იყოს ყველა ის ზომა, რომელიც საჭირო არის იმისთვის, რომ ჩავატაროთ ნამდვილი არჩევნები,”- განაცხადა ზურაბიშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს გიორგობას აღნიშნავს
პრეზიდენტმა გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით 232 პირი შეიწყალა
შსს – „პირველი ამბების“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ბათუმში კორპუსის საყრდენი კედლები ჩამოინგრა, არის სიცრუე და ემსახურება პანიკის გამოწვევას
ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს
ირაკლი კირცხალია - სამწუხაროდ, ევროკავშირის დღევანდელი ბიუროკრატია და პოლიტიკური ელიტები საბჭოთა მიდგომებს აჯობებენ თავიანთი მიდგომებით წევრი თუ კანდიდატი ქვეყნების მიმართ
არქივი