შიო მესამე: სუროგაციასთან დაკავშირებულია არაერთი ძალიან მძიმე ცოდვა და ამის აკრძალვა ჩვენ ქვეყანაში იქნება ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი ერის სულიერი გაჯანსაღების მიმართულებით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 23 ნოემბერი 2026, 14:24

დღეს ჩვენთან ერთად იმყოფებიან ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები, ბატონი პრეზიდენტი, ბატონი პრემიერ-მინისტრი, ბატონი პარლამენტის თავმჯდომარე, ბატონი დედაქალაქის მერი და მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დიდი კმაყოფილებით გამოვეხმაურო იმ ახალ ინიციატივას, რომელიც ჩვენ ყველამ გუშინ მოვისმინეთ. ეს ეხება საქართველოში სუროგაციის აკრძალვას, - განაცხადა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო მესამემ ბოდბის დედათა მონასტრის წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარში ქადაგების შემდეგ.

მისი თქმით, სუროგაციის აკრძალვა წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება სულიერი და ზნეობრივი გაჯანსაღების მიმართულებით.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. მოკლედ ვიტყვი, რომ სუროგაციასთან დაკავშირებულია არაერთი ძალიან მძიმე ცოდვა და ამის აკრძალვა ჩვენ ქვეყანაში იქნება ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი ერის სულიერი და ზნეობრივი გაჯანსაღების მიმართულებით.

დღეს ჩვენ ყველანი ძალიან მოხარულები ვართ ამ გადაწყვეტილების გამო და ვლოცულობთ, რომ წმინდა გიორგიმ და წმინდა ნინომ შეგაძლებინოთ, რომ ეს განახორციელოთ და ბოლომდე მიიყვანოთ. ამას წინ უსწრებდა ჩვენი ურთიერთობა, ერთმანეთთან საუბარი ამ პრობლემაზე და სხვა მიმდინარე პრობლემების თაობაზე და მე ძალიან მოხარული ვარ, რომ თქვენი ეს გადაწყვეტილება მომდინარეობს თქვენი ქრისტიანული მსოფლმხედველობიდან და იქიდან, რომ გული შეგტკივათ ჩვენი ეკლესიისთვის და ჩვენ ქვეყანაში ქრისტიანული და ტრადიციული ღირებულებების გაძლიერების თვალსაზრისით.

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ“, - განაცხადა შიო მესამემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძე: საქართველოში კაზინოები მოქმედებს ბევრი წელია და ეს არის, მათ შორის, ტურიზმის ერთგვარი შემადგენელი ნაწილი, ასე განვითარდა ეს სექტორი, შესაბამისად, ერთბაშად უხეშად რომ შეეხო ამ სექტორს, ეს გამოიწვევს პრინციპულ, ძირეულ პრობლემებს ქვეყნის ეკონომიკისთვის და ტურიზმისთვის
თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციაზე: თავადაც ამბობენ, რომ კომერციული სუროგაცია პრობლემაა, ამდენი ხანი ჩუმად რატომ იყვნენ? ოპოზიცია ხარ, პირველ რიგში შენ უნდა წამომაძახო, რომ რაღაც ცუდი ხდება, რატომ არ აკეთებ? პატრიარქს რომ დავუჯერეთ, მაშინ გახდა ეს სამსჯელო - მათ ფარისევლობას ადამიანები არ დაიჯერებენ
თენგიზ შარმანაშვილი: ოპოზიციის ტაქტიკაა, მეორეხარისხოვან საკითხებზე გადაიტანონ სასამართლოს და საზოგადოების ყურადღება - მთელმა საქართველომ იცის, რა არის ის ძირითადი მტკიცებულებები და არგუმენტები, რის გამოც ეს პარტიები უნდა გამოცხადდნენ არაკონსტიტუციურად
თენგიზ შარმანაშვილი შეწყალებული პატიმრების მიმართ ოპოზიციის ნაწილის ბულინგზე: ისინი მათთვის საზარბაზნე ხორცია და ყველა ის ადამიანი, ვინც დააპირებს ამ სიტუაციიდან გამოსვლას, დაფიქრებას და განსჯას იმისა, რა ხდება მის გარშემო, ისინი მტრად აცხადებენ
თენგიზ შარმანაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე: მთელმა საქართველომ იცის, რა არის ის ძირითადი მტკიცებულებები და არგუმენტები, რის გამოც ეს პარტიები არაკონსტიტუციურად უნდა გამოცხადდნენ
არქივი