პრეზიდენტი - ამ ქვეყნის შვილებმა უნდა გავიაზროთ და გავაგრძელოთ ჩვენი წინაპრების გზა. ეს გზა მდგომარეობს იმაში, რომ თითოეულმა ჩვენგანმა ჩვენი ვნებები და გამოწვევები უნდა გადავლახოთ და გავხდეთ უფრო მეტად ქრისტიანები, მიმტევებლები და მიმბაძველები ჩვენი დიდი მოწამეებისა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 23 ნოემბერი 2026, 17:25

გილოცავთ გიორგობას, ჩვენი ერისთვის ერთ-ერთ გამორჩეულ ქრისტიანულ დღესასწაულს, - მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ბოდბის წმინდა ნინოს ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვის და პატრიარქის ქადაგების დასრულების შემდეგ მოსახლეობას.

როგორც მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, ქართველ ერს გამორჩეულად უყვარს წმინდა გიორგი.

„წმინდა გიორგი ქრისტესთვის მებრძოლი უტეხი სული, მტკიცე რწმენა, ბოროტებაზე სიკეთით გამარჯვების მარადიული სიმბოლოა. უდიდესია მისი წვლილი ქრისტიანულ სამყაროში. ჩვენმა ერმა მისი ამ გამორჩეული ცხოვრების, ღვაწლისა და მოწამებრივი სიცოცხლისთვის შეიყვარა. შეიყვარა ისე, როგორც საკუთარი არსი და დაუკავშირა ჩვენი ერის ცხოვრება, არსებობა წმინდა გიორგის ცხოვრებას, მოღვაწეობას და მოწამებრივ აღსასრულს. იმიტომაც არის გამორჩეული წმინდა გიორგის სახელი ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს ერში. ასევე ჩვენი მებრძოლები, როცა უთანასწორო ბრძოლაში მიდიოდნენ, გამოუვალ სიტუაციებშიც არა მხოლოდ ზეციურ მფარველად მიაჩნდათ, არამედ როგორც თანამებრძოლი და წინამბრძოლი. ეს ჩვენმა არაერთმა მართლაც საკვირველმა ბრძოლამ დაგვანახვა, რამხელა ძალა აქვს რწმენას, ქრისტეს რწმენას, წმინდა გიორგის რწმენას და აქამდე მოვიდა ჩვენი ერი და ჩვენი ქვეყანა.

უნდა დავფიქრდეთ თითოეული ჩვენგანი, რა არის ჩვენი ცხოვრების მისია. სწორედ აქ არის აუცილებლად გასააზრებელი, რომ ამ გამოწვევებში, რომელიც მსოფლიოში არსებობს, ჩვენი პატარა, მაგრამ დიდი ისტორიის ერი მუდმივად იქნება ამ გამოწვევების წინ. მაგრამ მთავარი გზა, რომელსაც ქართველმა ერმა დიდი ხნის წინ დაუდო საფუძველი და უწმინდესმა ბრძანა, რომ ჩვენი სახელმწიფოს გაქრისტიანების 1700 წელს აღვნიშნავთ, სწორედ ამ გზაზეა ჩვენი გადარჩენა და მომავალი. ამიტომ თანამედროვე ეპოქაში მცხოვრებ ამ ქვეყნის შვილებმა უნდა გავიაზროთ და დაფიქრდეთ და გავაგრძელოთ ჩვენი წინაპრების გზა. ეს გზა მდგომარეობს იმაში, რომ გარდა ხილული გამოწვევებისა, თითოეულმა ჩვენგანმა ჩვენი ვნებები და გამოწვევები უნდა გადავლახოთ და გავხდეთ უფრო მეტად ქრისტიანები, მიმტევებლები და მიმბაძველები ჩვენი დიდი მოწამეებისა. ამის მაგალითია წმინდა გიორგი. ღმერთმა დაიფაროს ჩვენი სამშობლო“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძე: საქართველოში კაზინოები მოქმედებს ბევრი წელია და ეს არის, მათ შორის, ტურიზმის ერთგვარი შემადგენელი ნაწილი, ასე განვითარდა ეს სექტორი, შესაბამისად, ერთბაშად უხეშად რომ შეეხო ამ სექტორს, ეს გამოიწვევს პრინციპულ, ძირეულ პრობლემებს ქვეყნის ეკონომიკისთვის და ტურიზმისთვის
თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციაზე: თავადაც ამბობენ, რომ კომერციული სუროგაცია პრობლემაა, ამდენი ხანი ჩუმად რატომ იყვნენ? ოპოზიცია ხარ, პირველ რიგში შენ უნდა წამომაძახო, რომ რაღაც ცუდი ხდება, რატომ არ აკეთებ? პატრიარქს რომ დავუჯერეთ, მაშინ გახდა ეს სამსჯელო - მათ ფარისევლობას ადამიანები არ დაიჯერებენ
თენგიზ შარმანაშვილი: ოპოზიციის ტაქტიკაა, მეორეხარისხოვან საკითხებზე გადაიტანონ სასამართლოს და საზოგადოების ყურადღება - მთელმა საქართველომ იცის, რა არის ის ძირითადი მტკიცებულებები და არგუმენტები, რის გამოც ეს პარტიები უნდა გამოცხადდნენ არაკონსტიტუციურად
თენგიზ შარმანაშვილი შეწყალებული პატიმრების მიმართ ოპოზიციის ნაწილის ბულინგზე: ისინი მათთვის საზარბაზნე ხორცია და ყველა ის ადამიანი, ვინც დააპირებს ამ სიტუაციიდან გამოსვლას, დაფიქრებას და განსჯას იმისა, რა ხდება მის გარშემო, ისინი მტრად აცხადებენ
თენგიზ შარმანაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე: მთელმა საქართველომ იცის, რა არის ის ძირითადი მტკიცებულებები და არგუმენტები, რის გამოც ეს პარტიები არაკონსტიტუციურად უნდა გამოცხადდნენ
არქივი