დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: მივესალმებით სუროგაციის სრულ აკრძალვას, ჩვენამდე მოდის ძალიან ბევრი ფაქტი იმ პრობლემების შესახებ, რომელიც ამ მიმართულებით არსებობს, პატრიარქის ინიციატივა იყო, რომ ამაზე საუბარი დაგვეწყო ხელისუფლებასთან, თუმცა აღმოჩნდა, რომ მათაც დაწყებული ჰქონდათ ამაზე ფიქრი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 23 ნოემბერი 2026, 17:31

პრობლემა დიდი ხანია არის, გვესმის, ჩვენამდე მოდის ძალიან ბევრი ფაქტი იმ პრობლემების შესახებ, რომელიც ამ მიმართულებით სამედიცინო სფეროში არსებობს, - განაცხადა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ სუროგაციის აკრძალვასთან დაკავშირებით.

მისი შეფასებით, სუროგაციისას ირღვევა ადამიანის უფლებები, რაც ექსპლუატაციას უტოლდება. დეკანოზმა ასევე ყურადღება გაამახვილა ჩვილების გაშვილებაზე და აღნიშნა, რომ ეკლესია მიესალმება სუროგაციის სრულ აკრძალვას.

„ისეთი სამწუხარო ფაქტები, როგორიც არის ადამიანის უფლებების დარღვევა, ფაქტობრივად, ეს ძალიან ახლოს არის ტრეფიკინგთან, როდესაც ხდება ადამიანის ორგანიზმის ექსპლუატაცია, როდესაც ხდება ახალშობილი ჩვილების გაშვილება. ამიტომ მივესალმებით სრულ აკრძალვას, იმიტომ, რომ ეს არის იმდენად ტექნოლოგიური სფერო, რომ ნახევარი ზომით აკრძალვა აუცილებლად გამოიწვევდა იქ უკონტროლო პროცესებს. პატრიარქის ინიციატივა იყო, რომ ამაზე საუბარი დაგვეწყო ხელისუფლებასთან, თუმცა, როდესაც დავიწყეთ საუბარი, აღმოჩნდა, რომ მათაც ეს უკვე შესწავლილი ჰქონდათ თემა და დაწყებული ჰქონდათ ამაზე ფიქრი. დემოგრაფიული პრობლემები მოსაგვარებელია სხვანაირად, სუროგაცია ამას არ შველის“, - განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოში სუროგაციის აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრეზიდენტი - ამ ქვეყნის შვილებმა უნდა გავიაზროთ და გავაგრძელოთ ჩვენი წინაპრების გზა. ეს გზა მდგომარეობს იმაში, რომ თითოეულმა ჩვენგანმა ჩვენი ვნებები და გამოწვევები უნდა გადავლახოთ და გავხდეთ უფრო მეტად ქრისტიანები, მიმტევებლები და მიმბაძველები ჩვენი დიდი მოწამეებისა
გერმანიასა და დანიაში ასობით სკოლაში აფეთქების მუქარის შემცველი წერილები მიიღეს
ირაკლი კობახიძე – ძალიან მნიშვნელოვანია ერთიანობა ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის, დღეს ჩვენ ბედნიერი ვართ, რომ ერთიანობით და ერთად შეგვიძლია ვიზრუნოთ ჩვენს ქვეყანაზე
ირაკლი კობახიძე – გილოცავთ გიორგობის დღესასწაულს, ჩვენი ქვეყნის მფარველი წმინდანის დღეს, წმინდანისა, რომელიც არის ადამიანურ ცდუნებაზე ამაღლების, რწმენისათვის ღმერთისთვის თავგანწირვის სიმბოლო
ფონიჭალაში, ტრაგედიის ადგილას მოქალაქეები დილიდან მიდიან და გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებენ
არქივი