მიხეილ სარჯველაძე სუროგაციის აკრძალვაზე: რასაკვირველია, არავინ მალავს ამას, აბსოლუტურად ღიად ვამბობთ, რომ საპატრიარქოს აზრს მხედველობაში ვიღებთ და არ მგონია ამაში რამე დასაძრახი, ცუდი იყოს ხელისუფლებისთვის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 23 ნოემბერი 2026, 19:43

„სწორად შეგინიშნავთ, რომ დიახ, ეს ნამდვილად პოლიტიკური სპეკულაციაა, როდესაც ამგვარი ტერმინით იფუთება ამ შემთხვევაში. რასაკვირველია, არავინ მალავს ამას, აბსოლუტურად ღიად ვამბობთ, რომ საპატრიარქოს აზრს მხედველობაში ვიღებთ და არ მგონია ამაში რამე დასაძრახი, ცუდი იყოს ხელისუფლებისთვის“, - ასე უპასუხა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ წამყვანის კითხვას, რომ სუროგაციის აკრძალვასთან დაკავშირებით გაჩნდა პოლიტიკური სპეკულაციები, თითქოს ამ გადაწყვეტილების მიღება ნაკარნახები იყო გარკვეულწილად იმისთვის, რათა საპატრიარქოსთან რაღაც სირთულეები დარეგულირებულიყო.

მიხეილ სარჯველაძის თქმით, საკითხზე მსჯელობენ და რაც არის სწორი გადაწყვეტილება, იმისკენ მიდიან.

„რაც გასათვალისწინებელი და მხედველობაში მისაღებია, ბუნებრივია, ის აზრი ანგარიშგასაწევია და პატივისცემას მოითხოვს. ასეთია ჩვენი დამოკიდებულება. ეს არის პარტნიორული დამოკიდებულება და თანამშრომლობა სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის. პირადად მე ამაში ნამდვილად ცუდს ვერაფერს ვხედავ. ეს არ არის ბრმა მორჩილების და გადაწყვეტილებების გაზიარების პროცესი. ბუნებრივია, ვმსჯელობთ და რაც არის სწორი გადაწყვეტილება, იმისკენ მივდივართ. ამიტომ, თუ კითხვა დაისმის ამგვარად, რომ მივიღეთ თუ არა მხედველობაში საპატრიარქოს პოზიცია, დიახ, რა თქმა უნდა, მივიღეთ. ცუდია ამაში რაიმე? მგონია, რომ ამაში ცუდი არაფერი არ არის, შესაბამისად, იმ ფონზე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, როდესაც, პირობითად ვიტყვი, საერო არგუმენტები საკმარისზე მეტი გვაქვს იმისთვის, რომ ეს გადაწყვეტილება ახსნილი იყოს“, - დასძინა ჯანდაცვის მინისტრმა.

ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოში სუროგაციის აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
Le Monde: გამოვლენილია 50-მდე რუსი და უკრაინელი, რომლებმაც ყალბი რუმინული დოკუმენტების წყალობით ევროკავშირის ტერიტორიაზე უკანონო საქმიანობის შესაძლებლობა მიიღეს
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: მივესალმებით სუროგაციის სრულ აკრძალვას, ჩვენამდე მოდის ძალიან ბევრი ფაქტი იმ პრობლემების შესახებ, რომელიც ამ მიმართულებით არსებობს, პატრიარქის ინიციატივა იყო, რომ ამაზე საუბარი დაგვეწყო ხელისუფლებასთან, თუმცა აღმოჩნდა, რომ მათაც დაწყებული ჰქონდათ ამაზე ფიქრი
პრეზიდენტი - ამ ქვეყნის შვილებმა უნდა გავიაზროთ და გავაგრძელოთ ჩვენი წინაპრების გზა. ეს გზა მდგომარეობს იმაში, რომ თითოეულმა ჩვენგანმა ჩვენი ვნებები და გამოწვევები უნდა გადავლახოთ და გავხდეთ უფრო მეტად ქრისტიანები, მიმტევებლები და მიმბაძველები ჩვენი დიდი მოწამეებისა
გერმანიასა და დანიაში ასობით სკოლაში აფეთქების მუქარის შემცველი წერილები მიიღეს
ირაკლი კობახიძე – ძალიან მნიშვნელოვანია ერთიანობა ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის, დღეს ჩვენ ბედნიერი ვართ, რომ ერთიანობით და ერთად შეგვიძლია ვიზრუნოთ ჩვენს ქვეყანაზე
არქივი