1
24 ნოემბერი 2026, 09:15
გერმანიის თავდაცვის მინისტრმა DW-სთან საუბარში გერმანიაში უკრაინის მხარდაჭერის შემცირება „ომით მზარდი დაღლილობით“ ახსნა
ბორის პისტორიუსის თქმით, ამ ომის გამო „გარკვეულ დაღლილობას“ ყველა გრძნობს, პირველ რიგში, უკრაინის მოსახლეობა, თუმცა ასევე დანარჩენებიც.
„ომი ჭიანურდება, ფინანსურ ხარჯებს მოითხოვს და შეშფოთებას იწვევს. ამ სამივე გარემოებას რუსული პროპაგანდა აქტიურად იყენებს და ამძაფრებს გერმანიასა და ევროპის სხვა ქვეყნებში“, - განაცხადა პისტორიუსმა. DW-ის კორესპონდენტის შეკითხვის პასუხად. გამოცემამ განმარტება ითხოვა უკრაინის მხარდაჭერის შემცირებაზე, რაზეც ბოლო პერიოდში ჩატარებული რამდენიმე გამოკითხვა მიუთითებს.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ხალისით იმეორებს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ნარატივს, თითქოს ომს აღვივებენ და „ომში გვითრევენ“. „ეს ყველაფერი სიმართლეს არ შეესაბამება. ჩვენ ომი არ გვინდა. გვინდა, ის თავიდან ავიცილოთ“, - თქვა პისტორიუსმა. DW
„ამავე დროს, უნდა გვესმოდეს, რომ ეს მხოლოდ უკრაინის ომი არ არის აგრესორი რუსეთის წინააღმდეგ“, - განაგრძო პისტორიუსმა. მისი თქმით, საქმე ევროპის სტაბილურობასაც ეხება. გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი აგრესიულად მოქმედებს და ეჭვს არ ტოვებს, თუ რა ადგილს ხედავს საკუთარი თავისთვის მსოფლიო წესრიგში.
„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა რუსეთმა ეს ომი ვერ მოიგოს და უკრაინაში რაც შეიძლება მალე დამყარდეს მტკიცე, გრძელვადიანი და სამართლიანი მშვიდობა“, - დასძინა მინისტრმა.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |