ირაკლი კობახიძე – საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა არის მოქალაქეებზე ზრუნვის ახალი სტანდარტი, რომელიც უკვე 14 წელია, მოქმედებს, მოსახლეობის სამედიცინო მომსახურება 12 მილიარდი ლარით დაფინანსდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 25 ნოემბერი 2026, 21:02

2013 წელს ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომელმაც გარდამტეხი როლი შეასრულა საქართველოში მედიცინის განვითარებაში, ეს არის მოქალაქეებზე ზრუნვის სრულიად ახალი სტანდარტი, რომელიც დაინერგა საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ თოდუას ახალი ქირურგიული კლინიკის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს პროგრამა მოქმედებს უკვე 14 წელია.

„ამ ხნის განმავლობაში მოსახლეობის სამედიცინო მომსახურება 12 მილიარდი ლარით დაფინანსდა. ყოველწლიური ბიუჯეტი 20-ჯერ გაიზარდა. 2013 წელს ბიუჯეტი იყო 70 მილიონი ლარი, 2023 წელს კი, მილიარდს გადააჭარბა და ეს მაჩვენებელი არის ყოველწლიურად მზარდი. მომავალ წელს ბიუჯეტი წლევანდელთან შედარებით 150 მილიონით გაიზრდება და 1 მილიარდ 650 მილიონ ლარს მიაღწევს.

ეს მზარდი დაფინანსება ნიშნავს მთლიანად სამედიცინო სექტორის განვითარებას და ჩვენ მოხარული ვართ, რომ კერძო სექტორი მზარდ დაფინანსებას მაქსიმალურად უწყობს ფეხს. დღევანდელი დღეც, კლინიკის ახალი შენობაც არის ამ განვითარების ერთ-ერთი საუკეთესო გამოვლინება.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ეხმარება მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება სახელმწიფოს მხარდაჭერა, ესენი არიან პენსიონერები, ბავშვები, მოზარდები, სტუდენტები, შშმ პირები, სოციალურად დაუცველები, პედაგოგები, ვეტერანები, დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე მოქალაქეები. სახელმწიფო, სოციალური სტატუსის მიხედვით, 70-დან 100%-მდე აფინანსებს გადაუდებელ და გეგმურ მკურნალობას, ქირურგიას, კარდიოლოგიას, მშობიარობას, რეაბილიტაციასა და მედიკამენტებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მაკა ბოჭორიშვილი – არაერთხელ გვითქვამს, რომ მზად ვართ ნებისმიერი სამართლებრივი დისკუსიისთვის, თუ ვინმე გვაჩვენებს, გამჭვირვალობის კანონის რომელი ნაწილი ეწინააღმდეგება ევროპულ ფასეულობებს
მაკა ბოჭორიშვილი: ევროკავშირმა ღონისძიებებზე საქართველო უნდა მიიწვიოს ისე, როგორც იწვევს სხვა ქვეყნებს, მოსაწვევით სპეკულირება აკნინებს თავად ამ შეხვედრების მნიშვნელობას
დიზაინერი ზალიკო ბერგერი მსახიობ ია ფარულავას სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის 2 000 ლარით დააჯარიმეს
ილონ მასკმა გააზიარა სტატიას, სადაც ნათქვამია, რომ USAID-მა შექმნა „ფერადი რევოლუციების გლობალური ქსელი“, რომლის მაგალითად საქართველოა მოყვანილი, სადაც პროცესების სამართავად, მილიარდზე მეტი დოლარი გამოიყო
ირაკლი კობახიძე – პრიორიტეტია ონკოლოგიურ პაციენტთა მკურნალობა, სიმსივნის საწინააღმდეგო და ქრონიკულ მედიკამენტებზე მოვხსენით ლიმიტები, სამედიცინო მომსახურებაზე კი თანაგადახდის ზედა ზღვარი დავაწესეთ
არქივი