ირაკლი კობახიძე – პრიორიტეტია ონკოლოგიურ პაციენტთა მკურნალობა, სიმსივნის საწინააღმდეგო და ქრონიკულ მედიკამენტებზე მოვხსენით ლიმიტები, სამედიცინო მომსახურებაზე კი თანაგადახდის ზედა ზღვარი დავაწესეთ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 25 ნოემბერი 2026, 21:35

განსაკუთრებული პრიორიტეტია ონკოლოგიურ პაციენტთა მკურნალობა. სიმსივნის საწინააღმდეგო და ქრონიკულ მედიკამენტებზე მოვხსენით ლიმიტები, სამედიცინო მომსახურებაზე კი თანაგადახდის ზედა ზღვარი დავაწესეთ, რათა მკურნალობის ხარჯი პაციენტისთვის ტვირთად არ იქცეს. 2025 წლიდან დავიწყეთ პირველადი ჯანდაცვის პრევენციაზე გათვლილი გარდაქმნა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ თოდუას ახალი ქირურგიული კლინიკის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ხელისუფლების მიზანია, მოქალაქეებმა ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიღება საკუთარ ქვეყანაში შეძლონ.

„ჩვენი მიზანია, თანმიმდევრული ნაბიჯებით შევქმნათ ისეთი სისტემა, სადაც სახელმწიფო ხელმისაწვდომობას, ხოლო კერძო სექტორი – თანამედროვე ტექნოლოგიასა და სიმძლავრეებს უზრუნველყოფს, მოქალაქე კი საბოლოო ჯამში მიიღებს ხარისხიან სამედიცინო მომსახურებას ჩვენს ქვეყანაში.

მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ პროექტის განხორციელებაში იყო ჩართული. განსაკუთრებული მადლობა კლინიკის ხელმძღვანელობას, მთლიანად სამედიცინო პერსონალს და ყველას, ვინც თავისი წვლილი შეიტანა ამ პროექტში. ეს არის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი, ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, ჩვენი ქვეყნის სამედიცინო სექტორის განვითარებაში და მინდა, წარმატებები გისურვოთ“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლონდონში მეტროს თანამშრომლების 24-საათიანი გაფიცვა მიმდინარეობს
რა წერია USAID-ის შიდა დოკუმენტებში საქართველოს შესახებ
ძლიერმა ქარმა და უამინდობამ აშშ-ის აეროპორტებში რეისების შეფერხება გამოიწვია
გიორგი კალანდარიშვილი – ვამკვიდრებთ ტრადიციას, აღვნიშნოთ „საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის პროფესიული დღე“, ეს არის არამხოლოდ ისტორიული თარიღის აღნიშვნა, არამედ საარჩევნო მემკვიდრეობის შენარჩუნება
საგარეო უწყება - გიორგი ზურაბაშვილმა პაველ ჰერჩინსკისთან შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე და რეზოლუციაზე, რაც საქართველოს შესახებ ყალბი ნარატივების გასავრცელებლად მორიგი მიზანმიმართული ნაბიჯია
არქივი