კახა კალაძე – ჩვენთვის მნიშვნელოვანია მოლაპარაკებების გამჭვირვალობა და პრინციპულად მნიშვნელოვანია სამართლიანი დამოკიდებულება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 26 ნოემბერი 2026, 17:52

დედაქალაქის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ საქართველო საგარეო პოლიტიკურ ურთიერთობებში პრინციპულ მნიშვნელობას ანიჭებს სამართლიან დამოკიდებულებას და მოლაპარაკებების გამჭვირვალობას.

როგორც დღეს კახა კალაძემ გიორგი ზურაბაშვილისა და მიხეილ გალუზუნის მინსკში გამართული შეხვედრის შეფასებისას აღნიშნა, ეს მიდგომა არ ეხება მხოლოდ რუსეთსა და რუსეთის წარმომადგენლებს.

„პრემიერ-მინისტრმა ძალიან ვრცლად ისაუბრა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით. ჩემი მხრიდან რაც შემიძლია ვთქვა ისაა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია გამჭვირვალობა და ამას, რა თქმა უნდა, არა აქვს ალტერნატივა. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ უნდა იცოდეს ყველა ასეთი მნიშვნელოვანი საკითხის შესახებ, თუ რა გადაწყვეტილებების მიღება ხდება, რა არის გამოწვევები და რა სირთულეებია. ასევე მეორე, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი – ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია სამართლიანი დამოკიდებულება. ეს არ ეხება მხოლოდ რუსეთს და რუსეთის წარმომადგენლებს. ზოგადად, როდესაც ვსაუბრობთ სხვადასხვა ქვეყანაზე, ვსაუბრობთ საგარეო პოლიტიკაზე, პრინციპულად მნიშვნელოვანია საქართველოსთან ურთიერთობებში სამართლიანი დამოკიდებულება. ჩვენ გვაქვს სამწუხარო ფაქტები, მაგალითად, ევროკავშირი როგორ უსამართლოდ ექცევა ქართულ სახელმწიფოს. არაერთი განცხადება მოგვისმენია ამასთან დაკავშირებით და პირდაპირ, ღიად ვსაუბრობთ, არაფერი გვაქვს დასამალი. იგივე არის ამ შემთხვევაშიც, რაც იქნა ბატონი გია ზურაბაშვილის მხრიდან გაჟღერებული. ჩვენი დამოკიდებულება ძალიან მარტივია და ძალიან ბევრი ახსნა-განმარტება გაკეთდა ამ ყველაფერთან დაკავშირებით. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს დამოკიდებულება შეიცვლება, იმიტომ რომ პირდაპირ რუსეთის სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებს ის კონკრეტული საკითხები, რომელიც გაჟღერდა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახალხო დამცველი რუსთავის ციხეში პატიმრებს, მათ შორის ყოფილ მაღალჩინოსნებს შეხვდა
სულხან თამაზაშვილი – ბათუმში ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი გავათავისუფლეთ, ზარალის ანაზღაურებას კი, არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე, უეფა „ბეშიქთაშს“ დააკისრებს
სულხან თამაზაშვილი – თურქ კოლეგასთან საუბრის ჩანაწერი რომ მქონოდა, ვრცელ ვერსიას გავავრცელებდი, აქცენტს გავაკეთებდი უფრო საინტერესო ნაწილზე, რომელიც დღის პირველ ნახევარში უკვე გვქონდა
ისრაელის საელჩო „ჰაპოელ ბეერ-შევას“ განცხადებას ავრცელებს – „მადლობა საქართველოს უსაფრთხოების ძალებსა და ბათუმს სამაგალითო მასპინძლობისა და ჩვენი გულშემატკივრების უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის“
სულხან თამაზაშვილი – ჩვენ მოვახდინეთ ეფექტური პრევენცია, საზღვარზე აღიკვეთა პროვოკაციული ბანერების შემოტანა, მათი გამოყენება რომ მომხდარიყო მატჩის დროს, პროცესები შეიძლება, უმართავი გამხდარიყო
არქივი