ძლიერმა ქარმა და უამინდობამ აშშ-ის აეროპორტებში რეისების შეფერხება გამოიწვია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 27 ნოემბერი 2026, 01:09

აშშ-ში ძლიერი შტორმის გამო ასობით ავიარეისი გაუქმდა, 600 000-ზე მეტ მომხმარებელს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.

ძლიერმა ქარმა და უამინდობამ აშშ-ის აეროპორტებში რეისების შეფერხება გამოიწვია. დღეს ქვეყანაში 400-მდე რეისი გაუქმდა, 1 200-ზე მეტი კი გადაიდო. გუშინ გაუქმებული რეისების რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა, 6 800-ზე მეტი კი შეფერხდა.

უამინდობა მადლიერების დღის უქმეებს ემთხვევა, რა დროსაც ქვეყანაში მგზავრთა ნაკადი განსაკუთრებით იზრდება. ამერიკის საავტომობილო ასოციაციის (AAA) პროგნოზით, მადლიერების დღის შვიდდღიანი დასვენების პერიოდში სახლიდან, მინიმუმ, 80 კილომეტრის დაშორებით მოგზაურობას დაახლოებით 81.5 მილიონი ამერიკელი გეგმავს.

ამასთან, ძლიერი შტორმის გამო დაიტბორა გზები და დაზიანდა ინფრასტრუქტურა. შტორმმა განსაკუთრებით დააზიანა აღმოსავლეთ სანაპირო, მათ შორის ნიუ იორკისა და ნიუ ჯერსის შტატები, სადაც რამდენიმე რაიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. შტორმის გამო გადადებულია მადლიერების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებებიც. ნიუ-იორკის მერმა, ზოჰრან მამდანიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ნიუ-იორკში ცნობილი Macy’s-ის მადლიერების დღის აღლუმი შაბათისთვის გადაიდო. “უსაფრთხოება არის და ყოველთვის დარჩება ჩვენს მთავარ პრიორიტეტად“, – განაცხადა მამდანიმ. ამასთან, კალიფორნიის სანაპიროზე შტორმმა ინფრასტრუქტურა დააზიანა. ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში, მისურისა და ილინოისის შტატების ზოგიერთ რაიონში კი ძლიერი თოვლისა და ზამთრის შტორმის საფრთხის შესახებ გაფრთხილებებია გაცემული.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლონდონში მეტროს თანამშრომლების 24-საათიანი გაფიცვა მიმდინარეობს
რა წერია USAID-ის შიდა დოკუმენტებში საქართველოს შესახებ
გიორგი კალანდარიშვილი – ვამკვიდრებთ ტრადიციას, აღვნიშნოთ „საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის პროფესიული დღე“, ეს არის არამხოლოდ ისტორიული თარიღის აღნიშვნა, არამედ საარჩევნო მემკვიდრეობის შენარჩუნება
საგარეო უწყება - გიორგი ზურაბაშვილმა პაველ ჰერჩინსკისთან შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე და რეზოლუციაზე, რაც საქართველოს შესახებ ყალბი ნარატივების გასავრცელებლად მორიგი მიზანმიმართული ნაბიჯია
საგარეო უწყება: გიორგი ზურაბაშვილმა ევროკავშირის მხარეს კიდევ ერთხელ სთხოვა, წარმოადგინოს კონკრეტული სახელები და გვარები, თუ ვინ იგულისხმება „თვითნებურად დაკავებულთა შორის“
არქივი