ლონდონში მეტროს თანამშრომლების 24-საათიანი გაფიცვა მიმდინარეობს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 27 ნოემბერი 2026, 01:13

ლონდონში მეტროს თანამშრომლების 24-საათიანი გაფიცვა მიმდინარეობს. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.

Transport for London-ის (TfL) ინფორმაციით, მეტროს ყველა ხაზი ადგილობრივი დროით 21:00 საათზე შეწყვეტს მუშაობას. მოძრაობა პარასკევს, დილის დაახლოებით 07:00 საათიდან განახლდება. გაფიცვის მიზეზი სამუშაო კვირის ოთხ დღემდე შემცირების გეგმაა, რომელსაც Transport for London (TfL) მემანქანეებს სთავაზობს.

ახალი გრაფიკით, თანამშრომლებს სამუშაო საათების უფრო მოკლე პერიოდზე გადანაწილება მოუწევთ, რაც უფრო ხანგრძლივ ცვლებს გულისხმობს. პროფკავშირი ცვლილებებს ეწინააღმდეგება და მიიჩნევს, რომ ახალი გრაფიკი თანამშრომლების დატვირთვას გაზრდის და სამუშაო პირობებს გააუარესებს.

TfL-ის განცხადებით, ოთხდღიან სამუშაო კვირაზე გადასვლა ნებაყოფლობითი იქნება, თუმცა შეთავაზებულ პირობებზე მხარეები შეთანხმებას ვერ აღწევენ. ორგანიზაციის განცხადებით, რომელშიც 7000-მდე ბიზნესი ერთიანდება, გაფიცვის შედეგად გამოწვეული შეფერხებები კომპანიებისთვის განსაკუთრებით საზიანო იქნება, რადგან ეს მნიშვნელოვანი სავაჭრო პერიოდია.

ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი რუთ დასტონი მხარეებს მოლაპარაკებების განახლებისკენ მოუწოდებს, რათა ეკონომიკური ზარალი შემცირდეს. ლონდონის მერის, სადიქ ხანის წარმომადგენლის განცხადებით, გაფიცვა სერიოზულ გავლენას მოახდენს ქალაქის მოსახლეობაზე, ბიზნესებსა და მგზავრებზე. მერი პროფკავშირსა და TfL-ს მოუწოდებს, დიალოგი გააგრძელონ და უთანხმოება მოაგვარონ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შსს-მ თერჯოლაში დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა
ირაკლი კობახიძე: ჩვენ შევთავაზეთ უნიკალური შესაძლებლობა ჩვენს თურქ მეგობრებს, რომ ქვეყნის გარეთ, მაგრამ სავსე ტრიბუნებით ჩაეტარებინათ ეს საფეხბურთო მატჩი ჩვენს ქვეყანაში. სხვა ქვეყანაში მათ ამის შესაძლებლობა ვერ მიეცემოდათ. ეს გავითვალისწინეთ. მიუხედავად იმისა, რომ, ბუნებრივია, რისკები არსებობდა, ჩვენ ეს მეგობრული ჟესტი განვახორციელეთ
ირაკლი კობახიძე – გათავისუფლდება ყველა პირი, რომელიც აღიარებს დანაშაულს, როცა ევროპული ბიუროკრატია კვლავაც სამარცხვინოდ საუბრობს ამ თემაზე, ეს ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს
პრემიერი - USAID-ი პირდაპირ იყო ჩართული საქართველოში რევოლუციური პროცესების წახალისებაში, ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციაზე თავდასხმაში
პრემიერი - მოვუწოდებ ყველა ქართველ პროვოკატორს, გაუფრთხილდნენ მაქსიმალურად საქართველოს ინტერესებს და თავი შეიკავონ პროვოკაციული, სამარცხვინო განცხადებებისგან
არქივი