„ბეშიქთაში” - მკაცრად ვგმობთ სამართალდამცავი ძალების მიერ ბათუმში ჩვენი გულშემატკივრების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენებას - პრეზიდენტმა ერდოღანმა ჩვენს პრეზიდენტს განუცხადა, რომ ყურადღებით ადევნებს თვალს სიტუაციას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 27 ნოემბერი 2026, 09:44

მკაცრად ვგმობთ სამართალდამცავი ძალების მიერ ჩვენი გულშემატკივრების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენებას ბათუმში გამართული უეფას ევროპის ლიგის მატჩის წინ და მიმდინარეობისას, - ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც საფეხბურთო კლუბი „ბეშიქთაში” აქვეყნებს.

კლუბის მტკიცებით, როდესაც შეიტყვეს, რომ უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები გულშემატკივრებს სტადიონზე შესვლაში ხელს უშლიდნენ, დაუყოვნებლივ დაუკავშირდნენ უეფას დელეგატს და უზრუნველყვეს სტადიონის საევაკუაციო ჭიშკრების გახსნა, რამაც გულშემატკივრებს სტადიონზე “სწრაფად და უსაფრთხოდ შესვლის საშუალება მისცა”.

“ვაცხადებთ, რომ გადაიდგა ნაბიჯები ჩვენს გენერალურ საკონსულოსთან ბათუმში და უეფასთან უსაფრთხოების ძალების მიერ ჩვენი გულშემატკივრების წინააღმდეგ არაპროპორციულ ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით და ვაცხადებთ, რომ ყურადღებით დავაკვირდებით სიტუაციას, სანამ თითოეული ჩვენი გულშემატკივარი უსაფრთხოდ არ დაბრუნდება ჩვენს ქვეყანაში”, - აღნიშნულია განცხადებაში.

კლუბი მადლობას უხდის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს, რომელიც კლუბის პრეზიდენტს, სერდალ ადალის შეხვდა.

“მადლობას ვუხდით პრეზიდენტს, ბატონ რეჯეფ თაიფ ერდოღანს, რომელიც ჩვენს პრეზიდენტს, სერდალ ადალის შეხვდა, განაცხადა, რომ ყურადღებით ადევნებს თვალს სიტუაციას”, - აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, ბათუმში, „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩის დროს, „ბეშიქთაშის" გულშემატკივრები პოლიციელებს დაუპირისპირდნენ. მატჩამდე ქალაქის ქუჩებში კლუბ „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრების მსვლელობა გაიმართა, რა დროსაც რამდენჯერმე ინციდენტი მოხდა. არსებული ინფორმაციით, გულშემატკივრები, სამართალდამცავების კანონიერ მოთხოვნას არ ემორჩილებოდნენ და პოლიციის მისამართით სხვადასხვა საგნებს ისროდნენ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თურქეთის პრეზიდენტის კომუნიკაციების დირექტორი - მკაცრად ვგმობ ბათუმში ჩვენი გულშემატკივრების წინააღმდეგ პოლიციის არაპროპორციულ ჩარევას
საქართველოს და თურქეთის შს მინისტრებმა განიხილეს ინციდენტები, რომლებიც თურქეთის საფეხბურთო კლუბ „ბეშიქთაშისა“ და ისრაელის საფეხბურთო კლუბ „ჰაპოელ ბეერ-შევას“ შორის მოხდა
შსს – ბათუმში გულშემატკივართა მხრიდან განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაშავებულია შსს-ს სამი თანამშრომელი, კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისთვის 16 პირი დააკავეს
ირაკლი გოგავა - პატარა სისტემაა საქართველო, პლუს ამას ეკონომიკური გაჭირვება იყო, პატარა ხელფასები და „ენჯეო“ სექტორი 100-200 დოლარისთვის ისეთ ნაბიჯებს დგამდა, რომელიც არ იყო გადასადგმელი სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე
გიორგი ვოლსკი: არ ყოფილა მომენტი 2004 წლიდან 2012 წლამდე, რომ სააკაშვილს ლანძღვა-გინების გარდა, რაიმე კონკრეტული ნაბიჯი გადაედგას ქვეყნის სუვერენიტეტის დასაცავად
არქივი