კახა კალაძე: რუსული მხარე ერთი მხრივ, გვეუბნება, რომ ქართული ღვინის შეტანა უნდა აიკრძალოს, მეორე მხრივ, გვეუბნება, რომ უნივერსიტეტებმა იმეგობრონ - ეს ხომ არალოგიკურია, და ამ ტიპის ქმედებები აძლიერებს უსამშობლო აგენტურულ ქსელს, რომელიც დღეს ოპოზიციის სახით არის წარმოდგენილი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 27 ნოემბერი 2026, 12:24

კიდევ ერთხელ ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, რას გვეუბნება რუსული მხარე, რომ ქართული ღვინო არ უნდა გაიყიდოს რუსეთში, უნდა იყოს სანქცირებული, თუმცა არ არის არგუმენტები და ახსნა-განმარტება რატომ, პრობლემა რა არის, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, ქალაქ თბილისის მერმა, კახა კალაძემ, ზურაბაშვილი-გალუზინის შეხვედრის შესახებ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, რუსული მხარისგან ერთი მხრივ, ქართული ღვინის სანქცირება და მეორე მხრივ, უნივერსიტეტების დამეგობრებაზე საუბარი, ალოგიკური, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია და აძლიერებს ოპოზიციას. დედაქალაქის მერმა გამოთქვა იმედი, რომ ამგვარ ქმედებებს შეფასებები და შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.

"ერთი მხრივ გვეუბნებიან, რომ ქართული ღვინის შეტანა უნდა აიკრძალოს და მეორე მხრივ გვეუბნებიან, რომ უნივერსიტეტებმა იმეგობრონ. ეს ხომ არალოგიკურია, ვისაც შეუძლია ანალიზის გაკეთება, ეს პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ რა თქმა უნდა, ეს საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია და ამ ამ ტიპის ქმედებები აძლიერებს ამ უსამშობლო აგენტურულ ქსელს, რომელიც დღეს საქართველოში ოპოზიციის სახით არის წარმოდგენილი. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამას მოჰყვება შეფასებები და მოჰყვება ასევე შესაბამისი რეაგირება," - განაცხადა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
კახა კალაძე ევროპარლამენტის მოთხოვნაზე სანქცირების შესახებ: ვთქვათ, დაგვასანქცირეს, რა შეიცვლება ამით, ვინმე შეგვაშინებს და ფარ-ხმალს დავყრით, თავს დავუხრით, თუ რა?
აშშ-ის ბიუჯეტის მართვის ოფისის დირექტორი - USAID-ის ფაილები გუშინ გამოვაქვეყნეთ და წინ კიდევ რამდენიმე პაკეტის გამოქვეყნება გველოდება
პოლიციამ დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოში უკანონოდ მყოფი უცხო ქვეყნის 59 მოქალაქე დააკავეს
„ბეშიქთაში” - მკაცრად ვგმობთ სამართალდამცავი ძალების მიერ ბათუმში ჩვენი გულშემატკივრების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენებას - პრეზიდენტმა ერდოღანმა ჩვენს პრეზიდენტს განუცხადა, რომ ყურადღებით ადევნებს თვალს სიტუაციას
არქივი