აშშ-ის ბიუჯეტის მართვის ოფისის დირექტორი - USAID-ის ფაილები გუშინ გამოვაქვეყნეთ და წინ კიდევ რამდენიმე პაკეტის გამოქვეყნება გველოდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 27 ნოემბერი 2026, 12:29

ამერიკის შეერთებული შტატების ბიუჯეტის მართვის ოფისის დირექტორი რასელ ვოულტი სოციალურ ქსელში USAID-ის საქმიანობასთან დაკავშირებული ფაილების შესახებ წერს.

„USAID-ის ფაილები გუშინ გამოვაქვეყნეთ და წინ კიდევ რამდენიმე პაკეტის გამოქვეყნება გველოდება. კონტრაქტების დასრულების პროცესი მიმდინარეობს. ამას დრო სჭირდება. ჩვენ მზად ვართ აქტიურად ვებრძოლოთ დემოკრატებს, თუ ისინი USAID-ის ხელახლა გახსნას შეეცდებიან“, - წერს რასელ ვოულტი.

როგორც ცნობილია, რამდენიმე დღის წინ ამერიკელმა მილიარდერმა ილონ მასკმა სოციალურ ქსელ X-ში გააზიარა პოსტი, რომელიც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქმიანობას ეხება და ორგანიზაციას საქართველოსა და სხვა ქვეყნებში „ფერადი რევოლუციების მანქანის“ შექმნაში ადანაშაულებს. 2008-დან 2025 წლამდე საქართველოში, USAID-ის გრანტების სახით, 1 მილიარდ დოლარზე მეტი დაიხარჯა, საიდანაც 26 მილიონი დოლარი „არჩევნებსა და პოლიტიკურ პროცესებს“ მოხმარდა.

აღნიშნულ საკითხზე მასალები საერთაშორისო მედიაშიც გამოქვეყნდა. New York Post-მა დაწერა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის პერიოდში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) Facebook-თან თანამშრომლობდა კონკრეტული პოსტების წაშლის მიზნით, ამასთან, უცხოური საინფორმაციო ვებ-ვერდების ონლაინ პლატფორმებიდან ჩამოშორების გეგმის შემუშავებას ცდილობდა.

აღნიშნულ თემას ეხება Newsweek-ის სტატიაც. გამოცემა წერს, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დოკუმენტები გამოაქვეყნა, რომლებიც ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და სოციალური მედიის კომპანიებს შორის ურთიერთობას ასახავს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი: როდესაც აფხაზური დე-ფაქტო ოპოზიციის ლიდერის ოჯახი კრიტიკულ მომენტში თბილისს ირჩევს, ეს თავისთავად მეტყველებს, რომ ზოგჯერ მრავალწლიანი მტრობის საუკეთესო პასუხი მორიგი პოლიტიკური განცხადება კი არა, გადარჩენილი ადამიანის სიცოცხლეა
პროკურატურამ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება ახლდა, ერთი პირი დააკავა
სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბათუმში მომხდარ ინციდენტს მიუღებელს უწოდებს და აცხადებს, რომ ეს არ შეესაბამება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის დონეს
სამართალდამცველებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
არქივი