ირაკლი კობახიძე: ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ ვხსნით სამბოს ახალ დარბაზს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 27 ნოემბერი 2026, 20:30

დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენ, ხელისუფლება, სახელმწიფო ვზრუნავთ ქართული სპორტის შემდგომ წარმატებაზე. დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს, ჩვენ გავხსნით სამბოს ახალ დარბაზს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, სამბოს ახალი დარბაზი სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი იქნება, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.

„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. აქ ერთად შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაში არის და იქნება ჩართული. ამ თანამედროვე გარემოში ისინი ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ.

სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ზრუნვა სპორტის უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, პროგრამების განახლებაზე და ამ კუთხით უნივერსიტეტს ექნება სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა. სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიც.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.

ინვესტორი ააშენებს ახალ შენობას, მადლობას ვუხდი VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში ძალიან ღირებული მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობა სამბოს დარბაზის მშენებლებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში არის და მომავალში იქნება ჩართული,“- განაცხადა პრემიერმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრემიერი: გამჭვირვალობის კანონის გაუქმებას გვთხოვენ, რომელიც პირდაპირ იცავს სახელმწიფოს სუვერენიტეტს და რომელიც ითვალისწინებს NGO-ების მიერ საკუთარი წლიური ფინანსების დეკლარირებას, ვიღაცებს ევროპულ ბიუროკრატიაში ისევ უნდათ იმ რევოლუციური პროცესების გამეორება, რასაც გეგმავდნენ ჩვენს ქვეყანაში
ირაკლი კობახიძე – გვახსოვს ე.წ. ვარდების რევოლუცია, მაშინ ხალხს ეგონა, რომ თვითონ მოახდინა რევოლუცია, სინამდვილეში უცხოური დაფინანსებით იქმნებოდა ადამიანური რესურსი, რომელიც მოიყვანეს შემდეგ პოლიტიკაში „ენჯეოების“ სახით
ირაკლი კობახიძე – ყველაფერი გაკეთდება, რათა საქართველო გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი ქვეყანა, იმედი გვაქვს, მანამდე ევროკავშირშიც შეიცვლება მიდგომები და დაბრუნდება ტრადიციული ღირებულებები
ირაკლი კობახიძე – პოლიტიკური თანაგრძნობა ვერ მექნება იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც გამოდიოდნენ და რუსთაველის გამზირს კეტავდნენ 50, 100 და 150 კაცით, ეს ხომ ჩვეულებრივი საბოტაჟია?!
ირაკლი კობახიძე – შესაძლოა, 28 ნოემბერს ბევრი გულწრფელი ადამიანი იდგა, ეს არ გამორიცხავს, რომ ის იყოს შეცდომაში შეყვანილი, ჩემი აზრით, ეს ადამიანები შეცდომაში შეიყვანეს ავანტიურისტობით გამორჩეულმა ადამიანებმა
არქივი