ირაკლი კობახიძე – გათავისუფლდება ყველა პირი, რომელიც აღიარებს დანაშაულს, როცა ევროპული ბიუროკრატია კვლავაც სამარცხვინოდ საუბრობს ამ თემაზე, ეს ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 27 ნოემბერი 2026, 22:06

ძალიან მარტივია, ასეთ შემთხვევაში მათ უნდა დაასახელონ „მოლოტოვის კოქტეილების“ მსროლელები, უნდა დაასახელონ ის ადამიანები, რომლებიც პირდაპირ ხელისუფლების დამხობას აანონსებდნენ. რა თქმა უნდა, მათ არ აწყობთ ამ ადამიანების დასახელება, შესაბამისად, შემოიფარგლებიან ზოგადი განცხადებებით, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, თუ რატომ არ ასახელებს ამ დრომდე ბრიუსელი თვითნებურად დაკავებულ პირებს.

კობახიძის თქმით, ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ მათ ძალიან კარგად იციან, რომ სინამდვილეში ითხოვენ დამნაშავეების მიმართ ისეთ მოპყრობას, როგორსაც ისინი არ იმსახურებენ.

„თუმცა თქვენ ასევე იცით ჩვენი გადაწყვეტილება, ჩვენ განვაცხადეთ, რომ გათავისუფლდება ყველა ის პირი, რომელიც აღიარებს და მოინანიებს დანაშაულს. ასეთ პირობებში, როდესაც ევროპული ბიუროკრატია კვლავაც სამარცხვინოდ საუბრობს ამ თემაზე, ეს ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს,“- განაცხადა პრემიერმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძე – გვახსოვს ე.წ. ვარდების რევოლუცია, მაშინ ხალხს ეგონა, რომ თვითონ მოახდინა რევოლუცია, სინამდვილეში უცხოური დაფინანსებით იქმნებოდა ადამიანური რესურსი, რომელიც მოიყვანეს შემდეგ პოლიტიკაში „ენჯეოების“ სახით
ირაკლი კობახიძე – ყველაფერი გაკეთდება, რათა საქართველო გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი ქვეყანა, იმედი გვაქვს, მანამდე ევროკავშირშიც შეიცვლება მიდგომები და დაბრუნდება ტრადიციული ღირებულებები
ირაკლი კობახიძე – პოლიტიკური თანაგრძნობა ვერ მექნება იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც გამოდიოდნენ და რუსთაველის გამზირს კეტავდნენ 50, 100 და 150 კაცით, ეს ხომ ჩვეულებრივი საბოტაჟია?!
ირაკლი კობახიძე – შესაძლოა, 28 ნოემბერს ბევრი გულწრფელი ადამიანი იდგა, ეს არ გამორიცხავს, რომ ის იყოს შეცდომაში შეყვანილი, ჩემი აზრით, ეს ადამიანები შეცდომაში შეიყვანეს ავანტიურისტობით გამორჩეულმა ადამიანებმა
ირაკლი კობახიძე – აზერბაიჯანს ჰყავს ღირსეული ლიდერი, ჩვენ გვაქვს სტრატეგიული პარტნიორობა და მეგობრული, მეზობლური ურთიერთობები, გარკვეული საკითხებია, რაზეც არ გვაქვს საერთო პოზიცია, ერთ-ერთი საკვანძოა დავით გარეჯის საკითხი
არქივი